ემოციური თავდაცვა

Posted 1:54 AM by teona dalakishvili in თემები ,
ყოველი დილა ერთფეროვნად იწყება, იღვიძებთ და ხვდებით რომ არც თუ კარგ ხასიათზე ხართ, უფრო მეტიც, ბევრი ცუდი ემოცია დაგიგროვდათ, შემდეგ მოდის დამღლელი დღე, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია უნებლიე ტყუილი: კითხვაზე “ როგორ ხარ?” გამზადებული სიცრუე: “კარგად” (სინამდვილეში კი თქვენ დიდი ხანია არ გიგრძვნიათ თავი კარგად) ამაზე არასდროს გიფიქრიათ მაგრამ ხვდებით რომ ნაცნობი სიტუაციაა? მაშინ ღირს მოუსმინოთ ფსიქოლოგ სანდრა სკოტს. ჩაიხედეთ გულში და მიხვდებით რომ თქვენ საკუთარ თავდაცვის მექანიზმს არასწორად იყენებთ, რაც ბევრი უარყოფითი იმპულსის დაგროვებას უწყობს ხელს.
სანდრა სკოტის აზრით ადამიანებმა უნდა ისწავლონ ემოციების გამოხატვა, რასაკვირველია ეს ადვილი არ არის დოგმატური ემოციებით მართულ მსოფლიოში, მაგრამ ნელ-ნელა შესაძლებელია ამის მოხერხება.
პირველ რიგში, აუცილებელია მოვეშვათ ემოციების გადაჯგუფებას სქესისა თუ ასაკის მიხედვით, მაგალითად, ვაღიაროთ, რომ ტირილის უფლება ორივე სქესის წარმომადგენელს აქვს, არაა აუცილებელი მეგობრების თანდასწრებით ისტერიულად ვიტიროთ მაგრამ ფაქტია, რომ ზომიერად დახარჯვა ემოციისგან სიმსუბუქის შეგრძნებას გვანიჭებს და გვეხმარება დავივიწყოთ უსიამოვნება.
გარშემომყოფები ჩვენი ემოციების საშუალებით არკვევვენ თუ როგორია ჩვენი სამყარო, არასდროს დაფიქრებულხართ იმაზე რომ საკუთარი ემოციების დამალვით გარშემომყოფებს თქვენს თავს უმალავთ?
საკუთარი აზრების და ემოციების თამამად გამოთქმა დაგვეხმარება თვითრწმენის განმტკიცერბაში. უარყოფითი ემოციებისაგან დაცლა კი თქვენს სულში ადგილს გამოათავისუფლებს დადებითი ემოციებისათვის და თქვენ ბოლოს და ბოლოს მართლა იგრძნობთ თავს კარგად.
ბოლოს და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ დაგროვილმა ემოციებმა შესაძლოა სწორედ რომ ყველაზე უდროო დროს და უადგილო ადგილას ამოხეთქონ და მაშინ უკვე გვიან იქნება გამოსწორებაზე ფიქრი.
როგორც ჩანს საჭიროა მეტი ვიფიქროთ ჩვენი ემოციების სწორედ მართვაზე რათა სამყარო ჩვენთვის უფრო მსუბუქი გახდეს და ჩვენ უფრო მსუბუქნი გარესამყაროსათვის.


1 comment(s) to... “ემოციური თავდაცვა”