ყველაზე სახიფათო ვებ-გვერდები

Posted 12:57 AM by KOMUNA in თემები , ,

ანტივირუსული პროგრამებით მოვაჭრე კომპანია McAfee Inc.-მა ყველაზე სახიფათო დომენების სია გამოაქვეყნა. ესენია “.hk” (ჰონკონგი), “.cn” (ჩინეთი) და “.info” (ინფორმაცია), აქედან სახიფათოდ ან პოტენციურად სახიფათოდ კომპანია მიიჩნევს “.hk” ზონის საიტების 19,2%-ს, “.cn”-ის - 11,8%-ს და “.info”-ს ზონის საიტების - 11,7%-ს. McAfee სახიფათოდ თვლის ასევე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ზონის “.com”-ის ვებ-გვერდების 5%-ზე მეტს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ არის აუცილებელი “.hk” და “.cn” ზონის საიტების სერვერები მაინც და მაინც ჩინეთში იყოს - ამ ვებ-გვერდების დარეგისტრირება ოპერატორებს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ. ასევე სახიფათოა “.ro”-ს (რუმინეთი) ვებ-გვერდების 6,8% და “.ru”-ს (რუსეთი) _ 6 %. ყველაზე უსაფრთხო დომენებად McAfee მიიჩნევს ~.gov”-ს (მთავრობა), “.jp”-ს (იაპონია) და “.au”--ს (ავსტრალია).



0 comment(s) to... “ყველაზე სახიფათო ვებ-გვერდები”