ბრაზილიურ მუსიკასთან მიმართებაში ტერმინი ‘World Music’ სულ სხვა მნიშვნელობას იძენს. ის არ არის უბრალოდ ერთი ქვეყნიდან წამოსული მუსიკა, ის მსოფლიოს ყველა ქვეყანას ერთნაირად ეკუთვნის. შესაძლოა ცოტა ხმამაღალი განცხადება იყოს, მაგრამ ვთვლი, რომ ის არც ისე შორსაა რეალობისგან. სამბა და ბოსა ნოვა – ესენია ის მუსიკალური მიმართულებები, რომლებიც სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში იღებს სათავეს და რომელსაც დღეს ნებისმიერი ეროვნებისა თუ მუსიკალური სტილის შემსრულებლები იყენებენ თავიანთ რეპერტუარებში.
0 comment(s) to... “ბრაზილია - სამბა და ბოსა ნოვას ქვეყანა”