Dr.Mаrtens–ის შენი მოდელი

Posted 11:10 PM by KOMUNA in თემები , , , , , ,

ეს არის შანსი მსოფლიოს თქვენი ტალანტი ანახოთ, საკუთარი შრომის შედეგს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მაღაზიებში ნახავთ. ამ პათოსით მიმართავს მომხმარებელს ცნობილი ფეხსაცმლის ბრენდი Dr.Mаrtens (ასევე ცნობილი როგორც Doc Martens, Docs ან DMს) საკუთარი ვებ-გვერდიდან და მას საკმაოდ ამბიციურ კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს. კომპანია AirWair Ltd.-ის ფეხსაცმლის სერია Dr.Mаrtens მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში, რადიკალურ სუბკულტურულ დაჯგუფებებსა (სკინჰედები, პანკები) და ზოგადად მემარცხენე ორიენტაციის ელექტორატში სარგებლობს.

ფეხსაცმლის პროტოტიპი 1945 წელს გერმანელმა ექიმმა კლაუს მერტენსმა (Klaus Maertens) შექმნა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის გერმანიის ჯარში ექიმად მსახურობდა. ომის დასრულების შემდეგ ბავარიის ალპებში თხილამურებით სრიალის დროს ფეხი დაიზიანა და იმის გამო რომ სამხედრო ფეხსაცმელში თავს არაკომფორტულად გრძნობდა, გადაწყვიტა არსებული მოდელი უფრო რბილი ტყავითა და ჰაეროვანი, მსხვილძირიანი დიზაინით გაეუმჯობესებინა. მოგვიანებით ის საკუთარი მოდელის წარმოებას

 მეგობართან ერთად იწყებს და ამ ფეხსაცმლის წარმატებული ისტორიაც სწორედ ამ დროიდან იწყება. დღეს გამოცხადებული კონკურსით ცნობილი ბრენდი მომხმარებელს ერთგვარად ექიმი მერტენსის წარმატებული ისტორიის გამეორებას სთავაზობს. სცადეთ, მონაწილობა მიიღეთ ფეხსაცმლის ახალი დიზაინის შექმნაში და ვინ იცის, იქნებ გაგიმართლოთ www.dmbootdesign.com



0 comment(s) to... “Dr.Mаrtens–ის შენი მოდელი”