ბრაზილია - სამბა და ბოსა ნოვას ქვეყანა (full)
Posted 5:08 AM by KOMUNA in თემები bosa nova, brasil, Music, Pop, samba, world music, მოგზაურობა, მუსიკა, რადიო, რამაზ ხატიაშვილი, ცხოვრების სტილი, ხელოვნება
ბრაზილიურ მუსიკასთან მიმართებაში ტერმინი ‘World Music’ სულ სხვა მნიშვნელობას იძენს. ის არ არის უბრალოდ ერთი ქვეყნიდან წამოსული მუსიკა, ის მსოფლიოს ყველა ქვეყანას ერთნაირად ეკუთვნის. შესაძლოა ცოტა ხმამაღალი განცხადება იყოს, მაგრამ ვთვლი, რომ ის არც ისე შორსაა რეალობისგან. სამბა და ბოსა ნოვა – ესენია ის მუსიკალური მიმართულებები, რომლებიც სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში იღებს სათავეს და რომელსაც დღეს ნებისმიერი ეროვნებისა თუ მუსიკალური სტილის შემსრულებლები იყენებენ თავიანთ რეპერტუარებში.
სამბა – ბრაზილიური მუსიკის ყველაზე პოპულარული სახეობაა. სახელწოდებასთან დაკავშირებით კი ერთი კონკრეტული აზრი არ არსებობს. ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით ის მოდის აფრიკიდან, კერძოდ კი ანგოლიდან, სადაც არსებობს მუსიკალური ჟანრი სახელწოდებით `მესემბა~. ამ თეორიას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. პორტუგალიელი ეთნოგრაფი და ფოლკლორისტი ედმუნდო კორეია ლოპეში ამტკიცებს, რომ ამ სახელწოდების ცეკვა თავდაპირველად გვინეაში არსებობდა.
![]() | რაც შეეხება ბოსა ნოვას, ის ხალხური მუსიკა არ არის. კომპოზიტორმა ანტონიო კარლოს ჟობიმმა და მომღერალმა ჟოაო ჟილბერტომ სამბას |
ცეცხლოვანი რითმი უბრალოდ ჩააჩუმეს, დასარტყამი ინსტრუმენტები მოაცილეს და გიტარა დაუმატეს. ასე შეიქმნა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური სტილი სახელწოდებით ბოსა ნოვა.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრაზილიელი მუსიკოსი არის აწ გარდაცვლილი არი ბაროზო, რომელსაც ეკუთვნის სიმღერა ‘Aquarela Do Brasil’. ეს არის ბრაზილიის სავიზიტო ბარათი, რომელიც უამრავ მომღერალს აქვს შესრულებული.
სამბა და ბოსა ნოვა ბრაზილიაში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყველაზე ცნობილ მუსიკოსებს შორის არიან ჟილბერტო ჟილი (Gilberto Gil), კაეტანო ველოზო (Caetano Veloso), მილტონ ნასიმენტო (Milton Nascimento) და სხვები. | ![]() |
ბმულები: