ZOO YORK, ZOO YORK
Posted 10:47 PM by KOMUNA in თემები Alternative, breakbeat, Hip Hop, MixO, ამერიკა, გრაფიტი, მამაკაცი, მიქსო, მოდა, ურბანული ხელოვნება, ცხოვრების სტილი
ინგლისურ ენაში არსებობს სიტყვა “Urban Wear” რომელსაც ქართული თარგმანი არ აქვს, ხოლო თუ მაინც და მაინც მის თარგმნას მოინდომებ, შეგიძლია მას “ქუჩური ზმანი” დაარქვა. მსოფლიოში მრავალი კომპანიაა, რომელიც სპეციალურად ასეთ ტანისამოსს და აქსესუარებს აწარმოებს და ყიდის. სკეიტბორდისტების, სერფერების, ბაიკერების და ა.შ. განვითარების პარალელურად “ქუჩური ზმანის” კულტურაც განვითარდა, ვინაიდან ეს ხალხი განსხვავებულ ტანისამოსს იცვამს. ჩაცმულობის ამ სტილზე დიდად მოქმედებს გრაფიტი და მუსიკა - ძირითადად ჰიფ-ჰოპი, რეპი, ფანკი, ჯანგლი, ბრეიქბითი და ა.შ.
ერთ-ერთ ასეთ ნიუ-იორკულ ბრენდს, რომელიც მინდა გაგაცნოთ ZOO YORK ეწოდება. ეს ბრენდი ნიუ იორკში Seiqmna 1993 წელს და მისი დამაარსებლები ადამი, როდნი და ელი ნიუ-იორკელი ბიჭები არიან, რომლებიც თვითონ იყვნენ ამერიკული ანდერგრაუნდ კულტურის მიმდევრები. სიტყვა “ZOO YORK” 80-იანი წლების ნიუ-იორკის ანდერგრაუნდ მოძრაობას ასახავს, sadac გაერთიანებული იყვნენ ადგილობრივი პანკები, გრაფიტის მხატვრები, სკეიტერები, ჰიპ-ჰოპერები და ა.შ. თავიდან ბრენდი მხოლოდ რამოდენიმე სახის მაისურს უშვებდა, ხოლო დღეს ეს უკვე არცთუ პატარა კომპანიაა, რომელიც ნიუ-იორკის ანდერგრაუნდთან ასოცირდება. ტანსაცმლის გარდა ... ბრენდი ფეხსაცმელს და სკეიტბორდებსაც უშვებს, ასე რომ ქართველი სკეიტერებისთვის და “ქუჩური ზმანის” მოყვარულთათვის საინტერესო იქნება მისი გვერდის დათვალიერება. მთავარი კი ის არის, რომ ბრენდის ყველა დიზაინერი ნიუ-იორკის ანდერგრაუნდ კულტურის წარმომადგენელია.
თბილისში ამ ბრენდის ზმანის ყიდვა შეუძლებელია, მაგრამ ის შეგიძლია... კომპანიის ოფიციალურ ამერიკულ და ევროპულ ვებ-გვერდზე შეიძინო - | ![]() |