Landmark

Posted 9:26 AM by Anonymous in თემები , , , , , , , ,

landmark

აი მოისმინეთ - ახალი ქართული indie rock ბენდი. Landmark თავიდან სამი მუსიკოსისგან შედგებოდა ეს იყო: დათო დათუნაშვილი - გიტარა, დათო აბაიშვილი - ბასი, ნიკა მაღლაფერიდზე დრამი, მაგრამ დრამიც არ ჰქონდათ თავიდან და ნიკა უბრალოდ ესწრებოდა რეპეტიციებს - თუ იპოდრომზე ორი აკუსტიკური გიტარით კვირაში რამოდენიმეჯერ დაკვრას რეპეტიცია შეიძლება დაერქვას საერთოდ. შემდეგ ვოკალის და კომპოზიციების დასრულებულ სიმღერებად გადაქცევის საჭიროება გაჩნდა და ჯგუფში ბასკი მოვიდა, რომელმაც თავისი სიმღერები მოიტანა Landmarkში. ინსტრუმენტების გარეშე (მეგობრებისგან ნათხოვნი გიტარებით) ორი კონცერტი გადააგორეს როკ კლუბში, რომელთაგან ერთერთი სრული კატასტროფა იყო.

landmark_dato_bass

საუნდს რაც შეეხება გავლენები იქიდან აქედან ძალიან ბევრია, როგორც სპეისზე უწერიათ: Velvet Underground, Radiohead, Oasis, Kasabian, The White Stripes,Feist (არა ეს Feist ძალიან მომწონს რა, Tom Waits კიდე მესმის, მაგრამ Feist? :) ) და სხვები და სხვები. საბოლოოდ ძლიერი garage riffებით სავსე ინდია ალტერნატივა გამოვიდა, რომელიც ხშირად post-rock-ისა და  shoegaze-ისკენ იხრება (და ჩემი აზრით იქ მივა ცოტა ხანში თუ ბენდმა ამ მიმართულებით გააგრძელა დაკვრა). ჟღერადობა ხშირად გადატვირთულია ძლიერი დისტორსენით და რითმული ბასით, ამიტომაც ეს საუნდი ცოტა ძნელად ეტევა ისეთ პატარა კლუბებში როგორიც როკ კლუბია ან თუნდაც ლონდონ პაბი (სადაც სხვათაშორის ჯგუფის კონცერტი ჩაიშალა დენის გამორთვის გამო).

ბოლოს და ბოლოს ორი ტრეკის ჩაწერა მოხერხდა ნახევრად სახლის პირობებში, ნახევრად დაუსრულებელი მასტერინგით. ამ ნახევრად დემოებში მაინც კარგად ისმის ბენდის ჟღერადობა და ძალიან კარგია ის, რომ Landmark მიუხედავად ბევრი გავლენისა საკუთარ საუნდს ატარებს და საკუთარ მუსიკას უკრავს. ეს არც Sigur Ros-ია, არც Oasis-ი და არც Coldplay, ეს არის Landmark-ის საუნდი. We Are Landmark.

http://www.myspace.com/wearelandmark

ორივე ტრეკი უფასოდ შეგიძლიათ გადაწეროთ და მოისმინოთ.

Infected

Janey's Father



0 comment(s) to... “Landmark”