ელექტრონავტი 2013 (სიახლეები)
Posted 9:43 PM by KOMUNA in თემები დაჯილდოვება, ელექტრონავტები, კულტურა, მუსიკა, ტელევიზიაროგორც ალბათ უკვე იხილეთ სოც. ქსელში ელექტრონავტების ცერემონიალი წელს 21 დეკემბერს ივენთჰოლში ჩატარდება. ჩვენ უკვე დავიწყეთ საკონკურსო ნამუშევრების მიღება ქართველი არტისტებისაგან. საერთაშორისო ჟიურის ჯგუფს წელს Lisa Blanning (Wire, Electronic Beats) შემოუერთდა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ ფაქტით. სხვა წლებთან განსხვავებით წელს ცერემონიალის შემდეგ სპეციალური საკონცერტო პროგრამა გვექნება (Afterparty). ჩვენ უკვე შევთანმხდით Cumbo Records ის არტისტებთან, რომლებიც ახალი პროექტის პრეზენტაციას ელექტრონავტებს დაამთხვევენ. იმედი გვაქვს რომ ეს ახალ ტრადიციად იქცევა და ამ სახით ყოველ წელს ქართული ლეიბლის წარდგენას შევძლებთ. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება უცხოელი არტისტის საკონცერტო გამოსვლასთან დაკავშირებით, რის შესახებაც მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. წელს ელექტრონავტებს ორი წამყვანი ეყოლება, ნათია ორაშვილი და გიორგი ზურაბიშვილი. Artarea ს ჯგუფი სპეციალურ დოკ. ფილმს ამზადებს ღონისძიების შესახებ. ხოლო ცერემონიალის ოფიციალური მედია პარტნიორი 1 არხი იქნება და მთლიანად ღონისძიების ჩატარებაში, უკვე ტრადიციულად, თბილისის მერია შეგვიწყობს ხელს. სხვა სპონსორებთან და პარტნიორებთან ჯერ კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. იმისათვის რომ დროულად მიიღოთ ინფორმაცია ელექტრონავტის შესახებ გირჩევთ გაერთიანდეთ ჩვენს ფეისბუკ ჯგუფში სადაც რეგულარულად გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას.
Peace!
ფონდი ელექტრონავტი
0 comment(s) to... “ელექტრონავტი 2013 (სიახლეები)”