PIK (პირველი საინფორმაციო კავკასიური)

Posted 1:28 PM by KOMUNA in თემები , ,
pik_logo1



2010 წლის 23 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დროით, ტელეკომპანია «PIK»-ი – (პირველი საინფორმაციო კავკასიური) საცდელი მაუწყებლობით გავა ეთერში ტელეარხის სატელიტზე (Hot Bird @ E13' ) ტრანსფონდერი: 65, სიხშირე: 12015 მეგაჰერცი, პოლარიზაცია: ჰორიზონტალური, S/R: 27500, FEC:3/4. საცდელი მაუწყებლობა აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ ფორმატში ინტერნეტ გვერდზე: www.pik.tv
ტელემაყურებლებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ეთერში იხილონ ახალი ამბების ორი გამოშვება, ინტერვიუები, აგრეთვე მომავალი გადაცემების ფრაგმენტები და ანონსები.
ტელეკომპანიის სრული მაუწყებლობა დაგეგმილია 2011 წლის იანვარში. არხის ხელმძღვანელობა პრეს-კონფერენციას გამართავს მომავალი წლის დასაწყისში, ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყებამდე.

0 comment(s) to... “PIK (პირველი საინფორმაციო კავკასიური)”