საქართველოს მთავრობა და MTV ახლოს არიან იმ შეთანხმების გაფორმებასთან,
Posted 11:27 PM by KOMUNA in თემები კონცერტი, მუსიკა, ტელევიზია, ფესტივალიმოლი კორსო
საქართველოს მთავრობა და MTV ახლოს არიან იმ შეთანხმების გაფორმებასთან, რომელმაც სამხრეთ-კავკასიის ეს ქვეყანა, შესაძლოა პოპ მუსიკის მოყვარულთა ლაშქრობის ადგილად აქციოს
EurasiaNet.org-სთვის ცნობილი გახდა, რომ ქართველი ჩინოვნიკები და MTV-ს წარმომადგენლები საქართველოში მაღალი კლასის როკ-კონცერტების სერიის გამართვაზე აქტიურ მოლაპარაკებებს მართავენ. წყარომ, რომელიც ამ პროცესთან ახლოსაა, ანონიმურობის პირობით EurasiaNet.org-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები „ძალიან, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“.
თუკი მიღწეულ იქნება შეთანხმება, კონცერტები MTV Impact-ის (გასართობი მუსიკალური ქსელის ახლახანს ჩამოყალიბებული განყოფილების) ეგიდით გაიმართება, რომელიც საკონცერტო პროექტებს ეკონომიკური განვითარების წახალისებისა და აღმოსავლეთ-ევროპაში, რუსეთში, აფრიკაში, ინდოეთსა და ახლო-აღმოსავლეთში MTV-ის ბაზრების გაფართოვების მიზნით ახორციელებს. წელს, უფრო ადრე MTV Impact-ის მიერ კონცერტების ორგანიზება აზერბაიჯანში (საქართველოს სამხრეთელი მეზობელი) წარმატების გარეშე დასრულდა.
ინფორმაცია MTV-სთან მოლაპარაკებებზე მალევე გაჩნდა მას შემდეგ, რაც ბოლო წუთს ნიუ-იორკის ფილარმონიის ორი კონცერტი ჩაიშალა, რამაც დარტყმა მიაყენა მთავრობის ძალისხმევას საქართველო კულტურულ ცხელ წერტილად ექცია.
სექტემბერში, MTV Impact-ის ხელმძღვანელმა ნეილ შარმამ თბილისში იმ მიზნით იმოგზაურა, რომ ქართული და უცხოური ბიზნესის წარმომადგენლებს კონცერტების ჩატარების რეკლამირებისა და ამ საქმეში კერძო სექტორის მხარდაჭერის მოპოვებისთვის შეხვედროდა.