შენ გაქვს Twitter-ი?
Posted 2:01 PM by Nina in თემები ახალი ამბები, ბიზნესი, გართობა, ინტერნეტი, პოლიტიკა, პოპულარული, სოციალური ქსელი, ჰოლივუდი
ავტორი: SINGULAR
წარმოგიდგენთ “სინგულარ ჯგუფის” ფავორიტ ბლოგ-პოსტს საკონკურსო პოსტებიდან სადაც ყველაზე ნათლად, დეტალურად და გასაგებად არის ახსნილი თუ რას წარმოადგენს ტვიტერი და რაში გვჭირდება იგი!
გავიცნოთ Twitter-ი
მოდით დავიწყოთ თვითონ სახელწოდებიდან…
სიტყვა Twitter ნიშნავს “მოჭიკჭიკე”, “მოჭღურტულე”…
Twitter.com-ი იგივე Twitter-ი არის ონლაინ აპლიკაცია/სერვისი რომელიც ნაწილობრივ ბლოგია, ნაწილობრივ სოციალური ქსელი და ზოგჯერ მესენჯერის ფუნქციასაც თავისუფლად ასრულებს.
სერვისი იმისთვის შეიქმნა რომ უპასუხოთ ასე ხშირად დასმულ კითხვას “რას შვები?”
ანუ ძირითადი არსი სერვისისა არის ის რომ ონლაინ რეჟიმში, მოკლე შეტყობინებებით შენს მეგობრებს შეატყობინო თუ რას აკეთებ ამწუთას რომელიც უნდა ჩაატიოთ 140 სიმბოლოში (მსგავსად SMS-ისა).
ტვიტები და მათი შინაარსი
ამ მოკლე შეტყობინებების გაგზავნის პროცესს ეწოდება დატვივტვა რომელიც როგორც ტერმინი ფართოდაა გავრცელებული სოციალურ მედიაში..
დატვიტულ შეტყობინებებს ტვიტებს (tweets) უწოდებენ.
როდესაც თქვენ ტვიტავთ (ანუ აგზავნით Twitter-ით მოკლე შეტყობინებას) თქვენს შეტყობინებას ხედავს და კითხულობს ყველა ის ადამიანი რომელიც თქვენი კონტაქტების/მეგობრების სიაშია შეყვანილი, ანუ ტვიტერის ენაზე “ის ადამიანები რომლებიც თვქენი Follower-ები არიან (Follow – გამოყოლა, აკიდება – ანუ თქვენს ტვიტერს აკიდებული), ასევე ეს ტვიტები (თუ ნებადართულია კონფიგურაციაში მასობრივი გავრცელება) თქვენი პროფილის გვერდზეც ჩანს.
და რათქმაუნდა პირიქით, თქვენი Twitter-ის მთავარ გვერდზე ხედავთ იმ ადამიანების მესიჯებს/ტვიტებს რომლებზეც თავად ხართ ადევნებული ანუ რომელთა Follower-იც ხართ…
ტვიტები ძირითადად გვამცნობენ თუ რას აკეთებს, რა სურს ან რას აპირებს იმ მომენტში თავად ტვიტის ავტორი.. თუმცა ამავდროულად არსებული ტვიტების უმრავლესობა არის რომელიმე საწყისი შეტყობინების პასუხები.
მაგ:
@მომხმარებელი#1 – ტვიტი#1 – “დიდი სიამოვნებით მივირთმევდი ცხელ ყავას”
@მომხმარებელი#2 – ტვიტი #2 – “აუ მეც ძალიან მინდა..”
@მომხმარებელი#3 – ტვიტი #3 – “მე ვერ ვსვავ ყავას, ბევრი კოფეინია ”
ან
@მომხმარებელი#1 – ტვიტი#1 – “კონცერტის ბილეთი ვიყიდე.. ხვალ მივდივარ : )”
@მომხმარებელი#2 – ტვიტი #2 – “მეც მივდივარ, გუშინ მაჩუქეს 2 ბილეთი..”
@მომხმარებელი#3 – ტვიტი #3 – “რომელ საათზე იწყება?”
@მომხმარებელი#2 – ტვიტი #4 – “7-ზე მაგრამ რიგები იქნება და ცოტა ადრე მოდი…”
ამ შემთხვევაში საწყისი შეტყობინება იყო ტვიტი#1, ხოლო არსებული ტვიტების უმრავლესობა (ანუ დანარჩენი 2) იყო მასზე ან მის შემდგომზე პასუხი..
ამის გარდა ხშირად ტვიტები ატარებენ სხვადასხვა სახის შინაარსს, რაც შეიძლება იყოს რომელიმე ვებსაიტის ფოტოს ან ვიდეოს ლინკი, მოსაზრება რაიმე საკითხზე, რაიმე გლობალური სიახლე ან კითხვა რაიმე თემის გარშემო..
სწორედ ასე მარტივად და უცბად წამოსროლილი მოსაზრებებისა და სხვადასხვა მესიჯების გამო – ამ პროცესს ეწოდა დატვიტვა (ანუ თუ ვთარგმნით გამოვა წაჭიკჭიკება, წაჟღურტულება) – ხოლო სერვისს მოჭიკჭიკე ანუ Twitter.
ვინ იყენებს Twitter-ს
მიუხედავად იმისა რომ ტვიტერი 2006 წლის მარტში გაიხსნა, 2007 წლის შუა პერიოდისთვის უკვე არნახული პოპულარობა ხვდა წილად. მას შემდეგ უამრავი ადამიანი ლაპარაკობს Twitter-ის შესახებ, მათი უმრავლესობა უკვე Twitter-ის მომხმარებელი გახდა, დაწყებული კოლეჯის სტუდენტებიდან დათავრებული ყველაზე ცნობადი ფიგურებით და პრეზიდენტებით.. ( Barack Obama , Britney Spears , Lady Gaga , Justin Timberlake , Shakira , Cristiano Ronaldo , Ronaldinho ). ყველა ცნობილი ადამიანის ტვიტერი მოცემულია ვებგვერდზე http://twitaholic.com/
ზოგჯერ Twitter-ი არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ პიროვნებას, არამედ ის შეიძლება წარმოადგენდეს მთელ ორგანიზაციას, კომპანიას, საინიციატივო ჯგუფს ან სხვ.
Reuters, Wall Street Journal, Dell და უამრავი ცნობილი ორგანიზაცია/კომპანია აქტიურად იყენებს Twitter-ს თავიანთ მომხმარებლებთან საურთიერთოდ..
ერთერთი კარგი თვისება რაც Twitter-ს გააჩნია არის ის რომ შეგიძლიათ პირველმა გაიგოთ ინფორმაცია პირდაპირი წყაროდან სანამ ის მედიაში გავრცელდება და “ტელევიზორში გამოაცხადებენ” : ) ასე გაიგო ჩემმა მეგობარმა Sweety-მ ჯექსონის სიკვდილის შესახებ თავად Twitter-იდან.


