"ფრანი", "შინი", ირაკლი ჩარკვიანი და ლადო ბურდული

Posted 11:11 PM by Nina in თემები , , , , ,

lado

 

ავტორი: ნასტასია არაბული

ლადო ბურდულმა თავის მეგობრებს უთხრა, თუ "შინი", "ფრანი" ან "მეფე" გიყვართ, ახლავე ვწყვეტ თქვენთან მეგობრობას, თანაც ზედმეტი ლაპარაკის  გარეშე მოვაგვაროთ ეგ საქმეო.
ლადო ჩემი მეგობარი არ არის. 
შესაბამისად, მისი ეს მოთხოვნა მე არ მეხება.
ამიტომ, სრული უფლება მაქვს მიყვარდეს ის, ვინც მინდა. თუნდაც ფრანი.
არავინ არ მეტყვის მეგობრობაზე უარს.
ნუ ყოველ შემთხვევაში ასე, დემონსტრაციულად და  "მთელი ქვეყნის დასანახად ". 
თუ ლადო ჩემი მეგობარი არ არის და მე სრული უფლება მაქვს, მიყვარდეს ის, ვინც მინდა  და მაინც ვაგრძელებ წერას, ესე იგი, რამე უფრო მნიშვნელოვანი ამბავია, ვიდრე ფრანის სიყვარულზე უარის თქმა.
ნამდვილად. ფრანი ლადოს გარეშეც არ მიყვარს.
მეტსაც გეტყვით, საყვარელი რამეების ათეულში შინი და ჩარკვიანიც ვერ ხვდებიან.
მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს.
მნიშვნელოვანი ისაა

რომ ადამიანებს უბრალოდ  დროის და სივრცის აღქმა აქვთ დაქვეითებული  და გონიათ, რომ ყველაფერი სულ ისე იქნება, როგორც 10 ან 20 წლის წინ იყო.
გონიათ, რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს.
გონიათ, რომ მათ გარდა ყველაფერ დანარჩენს ერთი და იგივე ფასი აქვს  და  გონიათ, რომ თუ კაცობრიობის მიერ ათასჯერ ნათქვამ ჭეშმარიტებას კიდევ ერთხელ აგრესიული ტონით გაიმეორებენ, მაინცდამაინც თვითონ იქნებიან ამ ჭეშმატირების გამავრცელებლები.
ხოოდა, არ არის ეგრე.
90-იანების მერე დიდი ხანი გავიდა.
მასკულტურაც კულტურაა და მიუხედავად გარკვეული შინაარსობრივი კავშირებისა, არ შეიძლება ფრანი, ირაკლი ჩარკვიანი და შინი ერთ ქვაბში მოხარშო.
და მიუხედავად უკვე ყელში ამოსულობისა, მიუხედავად მაგის ასაკის გავლისა და მიუხედავად მისი ასევე გადამეტებული პოზიორობისა, ჩარკვიანი ბევრად  მეტია, ვიდრე ლადო… >>> იხილე გაგრძელება >>>embrioni.blogspot.com



0 comment(s) to... “"ფრანი", "შინი", ირაკლი ჩარკვიანი და ლადო ბურდული”