პოსტ ფესტივალური საკითხავი

Posted 11:19 PM by Nina in თემები , , , , , , , , ,

cats-342x400

ავტორი: ნასტასია არაბული

მოქმედების ადგილი: ბათუმის ბულვარი ( უფრო კონკრეტულად , ზუსტად ეშმაკის ბორბალის ქვემოთ არსებული ტერიტორია).

მოქმედების დრო: 7-8 აგვისტო (უფრო კონკრეტულად საღამოს 9-დან ვისთვის ღამის 12-1 საათამდე, ვისთვის დილის ასევე 12-1 საათამდე).

მიზეზი: ბათუმის მეხუთე როკ ფესტივალი.

მთავარი მოქმედი გმირები: 15-მდე ბენდი, ყველა ჯურის მაყურებელი, ეშმაკის ბორბალი, ლუდის ბოთლები, პარალონები და რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კარგი “ზვუკი”.

ყველაზე კულმინაციური მომენტი: კუნგ ფუ ჯანკის გამოსვლისას სცენაზე ატეხილი გაუგებრობა.

ყველაზე მოულოდნელი კრახი: ოკინავამ უარი თქვა გამოსვლაზე კუნგ ფუ ჯანკის გამოსვლის დროს სცენაზე ატეხილი გაუგებრობის და აჟიტირებული მაყურებლის გამო, რომელსაც გადაულახავი სურვილი ქონდა სცენაზე ასვლის და მაინცდამაინც იქ ცეკვის.
ყველაზე ცუდი ფრაზა: “პირველი ჯგუფი ჯერ არ მოსულა, მათი მოსვლისთანავე დავიწყებთ კონცერტს.”

სავარაუდოდ ყველაზე კარგი პერფორმანსი: თეთრ ხალათებში გამოწყობილი მუსიკოსების  ნევროტული გამოსვლა, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსი პერფორმანსი სულ რამდენიმე თვის წინ უკვე გააკეთა ჯგუფმა “ჯორჯიანსმა”. შესაბამისად, სავარაუდოდ ყველაზე კარგი პერფორმანსი ყველაზე კარგი პერფორმანსი არ შეიძლება იყოს, როცა იდეის ორიგინალობა ეჭვქვეშ დგება.

ყველაზე ეფექტური გოგოები: Mirror illusion. სამმა გოგომ, რომლებიც ბიჭებზე, ბოროტ ამბებსა და მსგავს თემებზე მოსალოდნელზე დიდხანს მღეროდნენ, რეალურად გამოაცოცხლეს მინდვრებზე მიწოლილი პუბლიკა.

ყველაზე კარგი გამოსვლა: შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ კუნგ ფუ ჯანკმა მიუხედავად ცუდი საუნდისა, ტექნიკური პრობლემებისა და ა.შ. გადასარევად იცის, რა უნდა მოხდეს სცენაზე, როცა ისინი ავლენ.

ნომინაციები პირობითია, მხოლოდ ჩემი შედგენილია და არანაირ საერთაშორისო და კომპეტენტურ ჟიურს მის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, შეიძლიათ განიხილოთ, გაასაჩივროთ ან მათ სამართლიანობაში ეჭვი შეიტანოთ, მაგრამ ჯობია სიტყვაზე მენდოთ… >>> იხილე ვრცლად >>> muzame.ge

0 comment(s) to... “პოსტ ფესტივალური საკითხავი”