სექსუალური რევოლუცია საქართველოში
Posted 4:40 PM by Nina in თემები azrebi.ge, ეროტიკა, ინტერნეტი, სექსი, სოციალური ქსელი, ცხოვრების სტილიავტორი: ზურაბ ოდილავაძე
,,ქართველი ქალებისთვის გაცხადებულად ანუ საზოგადოებისგან დაუფარავად,ქორწინებამდე სექსი არ არსებობს, ამაზე საუბარიც კი სამარცხვინოდ ითვლება. ქალისდა კაცის სასიყვარულო ურთიერთობის ძირითადი მიღებული ფორმა მდგომარეობსსქესობრივ აქტში ბავშვის გაჩენის მიზნით, ისიც ერთადერთი და სამუდამოსამოქალაქო ქორწინების და ჯვრისწერის შემდეგ. ნაადრევი გათხოვების ნეტარი წუთისდადგომამდე, მდედრების უმრავლესობა დამაჯერებლად ქადაგებს მითს, თითქოს არცკი უნდა დაკავდეს სექსით, რადგან სრულიად გულგრილია მისით მიყენებულისიამოვნებისადმი, ხოლო სამჯერ განათხოვარი შვილებიანი ქალი, ქალიშვილივითიქცევა და თვალში ნაცარს გაყრის ძველი ზღაპრით, რომელშიც ბავშვებს ბოსტანშიპოულობენ. ცნობილი ვენეციელი ჟურნალისტის და სოციოლოგის Z.Ochil seu J.Filipo Bruno-ს ჩანაწერებიდან ,,მოგზაურობა საქართველოში”(2001 წ..)
შესავალი
რა დროს სექსუალური რევოლუციააო,_ იკითხავს მკითხველი,_ მეზობლად _ აგრესიულირუსეთი, შინ _ პოლიტიკური ვნებათაღელვა, უმუშევრობა და მრავალი სხვა? ვფიქრობ,მთავარი პრობლემა მაინც ჩვენშია,_ პოსტსაბჭოურ ქართულ საზოგადოებაში, ჩვენსშაბლონურ აზროვნებაში, ფარისევლურ მორალში, მითოლოგიურ ცნობიერებაში და მონურმენტალიტეტში. სწორედ ტოტალიტარული ცნობიერების ეს მარწუხები არ გვაძლევს სწრაფიწინსვლის საშუალებას. და მაინც, რა კავშირშია ყოველივე ჩამოთვლილი სასიყვარულოურთიერთობებთან, სექსთან? ვიცი, გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ გამოვთქვამ ერთმოსაზრებას,_ თუ ამ ყველაზე დახურულ, საგულდაგულოდ მიჩქმალულ სფეროში მოხდასაზოგადოების გახსნა, სხვა ნაკლებად ,,სასირცხვო”, მოძველებული დოგმატური მორალურინორმები წარსულს ჩაბარდება, ტაბუ დაიმსხვრევა, საზოგადოება გაიხსნება და შეძლებსჩქარი ტემპებით განვითარებას.
I. სექსი პატარა ორპირში
როდესაც პირველად ზემომოყვანილ ,,ჩანაწერებს” ორპირის ინტერნეტ-კაფეში გავეცანი,თემის ,,არააქტუალურობის” მიუხედავად, ცოტა არ იყოს შეურაცხყოფილი დავრჩივენეციელი ჟურნალისტის ინფორმაციით, თუნდაც ამ აშკარად ,,უხამს” საქმეში,საქართველოს ჩამორჩენის შესახებ. იმ ხანად ჩემსთვის, ეკლესიის ,,ჯვარქუდიანი”წევრისთვის, ისიც სრულიად საკმარისი გახლდათ, რომ ქართველები გაცილებით წინვიყავით შეურყვნელი რწმენით, რასაც მხოლოდ ჩვენთვის იერუსალიმში ზეციდან ცეცხლისგადმოსვლაც ადასტურებდა, ხოლო ტაძრების რაოდენობით თითქმის ვუტოლდებოდითიტალიელებს და უახლოეს მომავალში გავუსწრებდით კიდეც მათ. გავიდა წლები, მესაკუთარი კომპიუტერი შევიძინე...
ორპირის რაიონული ცენტრი, გამგეობის შენობა, 2008 წელი. დერეფნების კატაკომბები.ყველა კაბინეტში, სადაც კი შევიხედე, სამარისებული სიჩუმეა, კომპიუტერის მონიტორსმიშტერებული ქალები და მამაკაცები, უძრავი სახეებით, გაფართოებული, წყლიანითვალებით, კონცენტრაციისგან გამახვილებული ცხვირებით, ინტენსიურად უკაკუნებენკლავიშებზე ერთი და იგივე ვნებიან ტექს: მამაკაცი,_ ,,საყვარელო ..., გილოცავ თავისკვეთასპატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი! შენგენაცვალე მე ციმციმა თვალებში! გკოცნი კისერში, ყურში და გეხვევი... გეფერებიმუხლებზე, მუცელზე...:) მიყ-ვარ-ხარ პატარავ!”; ქალი,_ ,,შენც აგრეთვე, უფალი გფარავდეს!მადლობთ ამდენი კომპლიმენტისთვის, თბილო და ცელქო:) მეც მიყ...”.
სამსახური დამთვარდა. ოთახებიდან გამოდიოდნენ დეიდები, დაღლილი და გაოფლილი,ოდნავ აწითლებული და ნეტარი სახეებით, მათი გული ჯერ კიდევ ვირტუალურ ოცნებათასამყაროში ნანაობდა. ვიდექი და სიბრალულით ვუყურებდი: სხვა რა აკეთოს რაიონისმოწყენილობაში ამომწყვდეულმა ქალმა? საუკეთესო შემთხვევაში ის მუშაობს, შესვენებაზეგარბის ბაზარში, 6-ზე მიდის სახლში. მძიმე ჩანთები, პარკები. შესვლისთანავე უნდაშეუდგეს სადილს, დააპუროს შვილები, შემდეგ გვიან მობრძანებული გამომთვრალი ქმარი,რომელიც გასკდომისთანავე დაიძინებს, გაზეთსაც არ გადახედავს, თბილ, ოჯახურსაუბარზე ზედმეტია ოცნებაც კი, და ამოუშვებს ხვრინვას. ამ ქალბატონების უმრავლესობამოკლებულია პირად კომპიუტერს. გამოსავალი? სერიალები, რომლებმაც ბოლო დროსმეტად ეროტიკული ხასიათი შეიძინეს. ტკბობა გრძელდება, ამჯერად სხვისი, სასიყვარულოგანცდებით, რაც რეალურ ცხოვრებაში მათ ასე აკლიათ, ან დაავიწყდათ კიდეც.საზოგადოების მხრიდან მკაცრი მეთვალყურეობიუს პირობებში ეს ქალები იძულებულნიარიან დაკმაყოფილდნენ სიყვარულის სუროგატით, უსიტყვოდ გააგძელონ,,ტრადიციებით” გაჟღენთილი, ფარისევლური ცხვორება და გარეგნულად შეინარჩუნონუმანკოება. აბა, ღმერთმა ნუ ჰქმნას, ქართველი ქალია, ხომ არ იბოზებს, ვააა!
მხოლოდ დიდხნიანი დაკვირვებებით ამ ტიპის ქალებზე, მათთან ვირტუალური თურეალური ურთიერთობის შედეგად ნაწილობრივ ჩავწვდი ამ მოვლენის არსს. ეს,,კდემამოსილი”, 35-40 წლის, ხშირად ლამაზი ქალები, რომელთაც Z.Ochil, brothers and one sister(2003)-სის ცნობილი კლასიფიკაცია, ყველაზე მრავალრიცხოვან, ,,ქართული უბიწოსექსის მოყვარულთა ჯგუფს” მიაკუთვნებს, აწარმოებენ ხანგრძლივ, დაუსრულებელ დავრცელ მიმოწერას ინტერნეტით, გამუდმებით ახსენებენ ,,უფალს”, თავიანთ გვერდზეგანათავსებენ ბანალურ ტექსტებს თუ ციტატებს სასიყვარულო ურთიერთობეზე,ყოველდღიურად და საქვეყნოდ აღწერენ ,,პირად”, ,,იდუმალ” განცდებს, დებენსექსუალური ფანტაზიების ამსახველ სურათებს და ეროტიკული შეფერილობისაუდიო-ვიდეომასალებს, არც თუ იშვიათად გულის ან წითელი ვარდის გამოსახულებით,რომლის ფონზე აუცილებლად ფიგურირებს სიყვა ,,Lოვე...”. ,,უბიწოდ” მეოცნებექალბატონები, მამაკაცისგან ითხოვენ რომანტიულობას, ,,სიგიჟემდე” უყვართ პოეზია დათვით წერენ ,,ლექსებს”; კეკლუცი, მრავალრიცხოვანი, პირადი ფოტოებით, ისინი, როგორცთაფლი ფუტკარს ისე, იზიდავენ უამრავ თაყვანისმცემელს, აბავენ სასიყვარულო მიმოწერასერთდოულად მრავალ მამრთან, ხშირად თავის ასაკზე გაცილებით ახალგაზრდებთან.ვირტუალური, პოლიგამიური ფლირტი მიმდინარეობს ყოველდღიურად, პრაქტიკულად 24საათის განმავლობაში, ის ამ ქალების მთელი ცხოვრების აზრს შეადგენს, რადგან ამგვარურთიერთობებს ახლავს გარკვეული სახის სექსუალური, ნარკოტიკულის მსგავსიდამოკიდებულება სიყვარულით ტკბობისადმი და მას არ შეიძლება არ ახლდეს ,,ფსიქიკურიორგაზმი”. ავხსნი, თუ რას ვგულისხმობ.
რუტგერსის უნივერსიტეტის(აშშ) სექსოლოგებმა, ბარი კომისარუკმა და ბევერლი უიპლმა,სექსუალური სურვილის კულმინაციის შესწავლისას, დაადგინეს, რომ ქალებმა შეიძლებაწარმოსახვითაც კი, ყოველგვარი შეხების გარეშე, განიცადონ ორგაზმი. ,,ქართული უბიწოსექსის” მოყვარულ დეიდებთან მიმოწერის საფუძველზე მეც იგივე დასკვნამდე მივედი,_გარდა ჩვეულებრივი ორგაზმისა (კლიტორული, ვაგინალური), შესაძლებელია არსებობდესსექსუალური დაკმაყოფილების ფსიქიკური ფორმა. ამ უკანასკნელზე მეტყველებს თუნდაცქართველი ქალების ვირტუალური ფლირტით 24-საათიანი გატაცება. ფაქტია, რომინტენსიური, ხანგრძლივი სასიყვარულო, ეროტიკულ თემებზე საუბრებით მამაკაცებთან,თანმხლები ვიზუალური ტკბობით, ნაწილობრივ მაინც მიიღწევა გარკვეული სექსუალურისიამოვნება. ის არ გახლავთ ისეთი ხანმოკლე და ძლიერი, როგორც ჩვეულებრივი ორგაზმი,არამედ დროში უფრო გაწელილია და ნაკლებად ინტენსიური. სავარაუდოდ, ამ პროცესშიწარმოებს იმ ნივთიერებათა გამოყოფა და შენელებული ხარჯვა, რომლებიც ერთბაშად უნდაგამოესროლა ტვინს ბუნებრივი დაკმაყოფილების დროს. ყოველივე ამის სასარგებლოდმოწმობს, თუნდაც ამ მდედრებისთვის დამახასიათებელი მუდმივი მოთენთილობა,გამოხატული მძინარობა. თუ, ვთქვათ, ფსიქიკურ ორგაზმს არ მივიჩნევთ, როგორცრეალურად არსებულს, მაშინაც კი ცხადია,_ ვირტუალური ფლირტით და სერიალებითტკბობის შედეგად, ქალი მუდმივად იმყოფება სექსუალური აღგზნების უკანასკნელ მაღალზღვარზე, რაც ასევე სასიამოვნოა და ღლის მას.
მივუბრუნდეთ ორპირელ დეიდებს, ჩვენ ისინი სერიალებზე მიჯაჭვულები დავტოვეთ.ღამისკენ, ღონემიხდილი, სასოწარკვეთილი დიასახლისი ან დაიძინებს, ან, გააჩნიაფანტაზიის გაქანებას, ვეღარ გაუძლებს ცდუნებას და აღგზნების კულმინაციას მექანიკურისტიმულიაციით მიაღწევს, ანუ ,,დაანძრევს” და ნორმალურად ,,გაათავებს”. ორპირულფარისევლურ ენაზე ამას ,,ტანის დაბანა” ჰქვია. როგორც შევამჩნიე, ამგვარ მრავალსაათიან,,აბაზანებს”, ნაირ-ნაირი ,,ბადიუზანების” სურნელოვან ქაფში ლივლივით, მამრებთანსაუბრის შემდეგ, მრავალი გაცილებით ცივილიზებული და ნატიფი ქალიც ხშირადმიმართავს.
შეგვიძლია დავასკვნათ,_ ადამიანები უხმოდ შეთანხმდნენ ტყუილზე, პსიქიურიორგაზმით დაკმაყოფილება გრძელდება! ის ხომ ფარულია, ამიტომ მის დაშვებაზესაზოგადოება თვალს ხუჭავს, მითოლოგიური უბიწო ყოფა მოქმედებაშია!
აღსანიშნავია და დიდად სასიხარულოც ის ფაქტი, რომ ,,უბიწო სექსის” მოყვარულთაარმიაში, დღეს უკვე არსებობს ,,პრადვინუტი” ანუ წინმდგომი ქალების მრავალრიცხოვანიდივიზიაც! სექსუალური ფრონტის ეს მებრძოლები მოქმედებენ გაბედულად, ახერხებენსაზოგადოების მიერ დაწესებული ჩარჩოების გადალახვას და ვირტუალური გაცნობისშემდეგ, თამამად გადადიან რეალურ სასიყვარულო ურთიერთობებზე.
დამახინჯებული, სუროგატული, მაგრამ მაინც სექსუალური რევოლუცია მიდის ჩვენსთვალ წინ! ჩვენ უბრალოდ არ ვიმჩნევთ ამას.
II. ნეტარების სამი წყარო _ Одноклассники.ru, Знакомства@Mail.Ru, Skype!
ქართველების, განსაკუთრებით ქალების, დიდი უმრავლესობა, შეიძლება ითქვას,პრაქტიკულად ყველა, დარეგისტრირებულია და აქტიურად მოიხმარს გარკვეულსოციალურ-საკომუნიკაციო ინტერნეტ-ქსელებს … >>> იხილე გაგრძელება >>> azrebi.ge