სოლიდარობა ირანელი ხალხისადმი

Posted 7:33 PM by Nina in თემები , , , , , ,

iran_neda

Written by lobzhanidze

 

დღეს თბილისში კანცელარიის შენობასთან 14.00 საათზე ირანში მიმდინარე მოვლენების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. შეკრებილი 30 – მდე ადამიანი საქართველოს მთავრობას მიმართავს თხოვნით მოახდინოს რეაგირება განაჩენზე, რომელიც ირანის სასამართლომ ამ სახელმწიფოს მოქალაქის საქინე მოჰამადი აშთიანის წინააღმდეგ გამოიტანა. შეგახსენებთ, რომ აშთიანს, ორი შვილის დედას ცოლ ქმრული ღალატი ედება ბრალად. პირველად ის 2006 წელს გაასამართლეს და 99 როზგი მიუსაჯეს, განაჩენის სისრულეში მოყვანის მიუხედავად 2007 წელს სასამართლომ მისი საქმე თავიდან განიხილა და ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯა.

დღევანდელი ღონისძიება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ანალოგიური აქციების პარალელურად მიმდინარეობდა, კანცელარიასთან შეკრებილი მცირერიცხოვანი ჯგუფის მოთხოვნის მიუხედავად საეჭვოა, რომ ოფიციალურმა თბილისმა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს,  ნაკლებად სავარაუდოა რომ საქართველოს მთავრობამ გაიფუჭოს ირანთან არსებული ნორმალური ურთიერთობა. ამ ვარაუდს ის ფაქტიც აძლიერებს, რომ აქციის გასაშუქებლად არცერთი ქართული ტელევიზია არ მოვიდა.

თუ ფეისბუქში ამ თემასთან დაკავშირებით წინასწარ გაკეთებულ კომენტარებს გადავავლებთ თვალს ნათელი გახდება,  აქციაზე მოსულ ადამიანთა მცირე რიცხოვნების მიზეზი.>>> იხილე გაგრძელება >>> lobzhanidze.wordpress.com



0 comment(s) to... “სოლიდარობა ირანელი ხალხისადმი”