Bombay Bicycle Club – Flaws

Posted 5:00 PM by Nina in თემები , , , , ,

bombaybicycleclub-flaws-300x300

ავტორი: Sopo Molokos

 

Artist: Bombay Bicycle Club
Album: Flaws
Release Date: July 12, 2010
Label: Island Records

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ინდური ფასტ-ფუდი არ გამისინჯავს და დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რამდენი თანამგზავრი ჰყავს ურანს, არც დაკრძალვაზე შემითვალიერებია ვინმე ბასისტი საკუთარი ბენდისთვის არასდროს  და სკოლა რო დავამთავრე, ატესტატი წვიმამ დამისველა, მახსოვს.

ამ ოთხი დიდი ნაკლის მიუხედავად, მე ვიცი, რა არის BBC. და ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ეს ის არაა, რაც თქვენ იფიქრეთ. BBC ყველასთვის ცნობილი იმ დიდი ბობოლა სამაუწყებლო კომპანიის გარდა, სწორედ ინდური ფასტ-ფუდის სახელწოდებაა (Bombay Bicycle Club) და სამწუხაროდ, არაფერი აქვს საერთო ველოსიპედთან.

BBC კიდევ ამ ფასტ-ფუდით (და სამწუხაროდ, არა ველოსიპედით) შთაგონებული ლონდონური და, რა თქმა უნდა, ინდი ბენდია. 4  წევრისგან შედგება, რომელთაგან სამი  2008 წლის ბოლომდე, ანუ სკოლის დამთავრებამდე, ერთ კლასში სწავლობდა და მეოთხე  - ბასისტია.  ეს ახალგაზრდა კოლექტივი თურმე იშვიათად რეპეტიციობს. ფუქსავატობს, ალბომს თითქმის მთლიანად ვოკალისტს – Jack Steadman-ს აწერინებს და მიუხედავად ამისა, ან შეიძლება ამის გამოც, 2009 წლიდან მოყოლებული, ყოველი ივლისის დასაწყისში ერთმანეთისგან მეტად განსხვავებულ და  მსუყე ალბომებს უშვებს.

არც ისე იოლი წარმოსადგენია ამხელა ტრანსფორმაცია ხმაურიანი და ენერგიული, ერთი შეხედვით თითქოს-და ეფექტების დახვეწაზე ორიენტირებული, ინდი ბენდიდან  მთლიანად აკუსტიკურ ალბომამდე. თანაც, ეს ყველაფერი წელიწადზე ნაკლებ დროში. კაცმა რო თქვას, საერთოდ რატო უნდა წარმოვიდგინოთ. ავიღოთ BBC-ის ალბომი სახელად Flaws და მოვუსმინოთ.

პირველი სიმღერის ჩართვისთანავე ცხადი ხდება >>> იხილე გაგრძელება >>> muzame.ge



0 comment(s) to... “Bombay Bicycle Club – Flaws”