sTia: ვიდეო და ინტერვიუ
Posted 5:00 PM by Nina in თემები electro, Music, Muzame, video, ელექტრონავტები, ვიდეო, ინტერვიუ, მუსიკა, ნასტასია
ავტორი: ნასტასია არაბული
სტია იგივე ნათია სართანიაა. პიანისტი იყო, მერე “ელექტრონავტი” გახდა, კლასიკური მუსიკის ელემენტები დღემდე ისმის მის ტრეკებში. მე თუ მკითხავს კაცი, ძალიან კარგ მუსიკას აკეთებს, აი, ისეთს, მზრუნველი ხელი რომ ეტყობა და უფრო მშვიდს და ბედნიერს გხდის. არც ისე ხშირად ჩნდება ხოლმე. ჯერ-ჯერობით მიზეზი აქვს, მერე გააქტიურებას გვპირდება. აგვისტოში მეორე შვილი ეყოლება და მერე უფრო ინტენსიურად დავიწყებ მუსიკალურ ცხოვრებასო.
მანამდე:
თბილისის მუსიკალურ გიმანაზიაში სწავლობდა, სწავლა ლონდონში გააგრძელა, 2003 წლიდან პიანისტობა ელექტრო მუსიკის კეთებამ შეცვალა, 2007-ში კი, პირველ “ელექტრონავტებზე” ქონდა დებიუტი. თან ერთობ არალოგიკური, მოულოდნელი და სასიამოვნო. ალბათ ყველა არ დაუკრავს წლობით ლონდონში ცხოვრების შემდეგ“ხორუმს”.
” ალექსანდრე მაჭავარიანის კომპოზიციაა, ბებია ასრულებდა ხოლმე, რომელმაც ფაქტობრივად გამზარდა. ძალიან მიყვარს, კარგი კომპოზიციაა. მინიმალურად მაქვს გადაკეთებული, ფაქტიურად გაორკესტრებული მაქვს, თან ისე, რომ არც ეტყობოდეს გაორკესტრებულობა. ძალიან მიყვარს ეგ ნაწარმოები, როგორც ორიგინალი, ისე ის ვარიანტი, რაც მისგან გამოვიდა. ზოგადად პოტენცია ქონდა, რომ სხვანაირიც გამოსულიყო. ”
თვლის რომ მუსიკის იმ დარგში, რასაც ახლა თვითონ აკეთებს, აუცილებელი არ არის მუსიკალური განათლება: ,,ბევრი არის, ვისაც მუსიკალური განათლება არ აქვს, მაგრამ მუსიკის ამ სფეროში აუცილებელი არ არის. არც არის აუცლებელი, მაგალითად ტუსიას არ აქვს მუსაკალური განათლება, მაგრამ ჩემთვის ძალიან პროფესიონალია და რამდენიც გინდა იმდენია ეგრე. ძალიან მიყვარს ტუსია და მისი ის ნაწარმოებები, რომლებიც პრინციპში უფრო ვიწრო წრისთვის არის ცნობილი და რომელიც მუსიკალური საქმიანობის დასაწყისში შეიქმნა. შეიძლება ითქვას, რომ მისმა მუსიკამ მიბიძგა იმისკენაც, რომ ჩემი მუსიკის კეთება დამეწყო. ქართველი მოვიყვანე მაგალითად, თორემ ისე ძალიან ბევრია ვინც უბრალოდ აკეთებს კარგ ელექტრო მუსიკას. ზუსტად მაგიტომაა კომპიუტერი კარგი, რომ შეგიძლია ბევრად მეტს მიაღწიო, ისწავლო და გააკეთო მცირე დროში. უბრალოდ კარგია და გეხმარება, თუ უფრო აკადემიური მუსიკალური განათლება გაქვს მიღებული, მაგრამ აუცილებელი არ არის.”
თვითონ ამბობს, რომ რასაც ახლა აკეთებს, ბევრად მარტივია ვიდრე ის…