მოდი, აიწიე კაბა

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , , ,

blondedynamite_thumb

ავტორი: Lord Vader

ფინ-აფი (Pin-up) მე-20 საუკუნის შუა წლების პუპულარული სტილია მხატვრობაში. ფინ-აფ ნახატი არის პლაკატი (Pin up – შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც კედელზე გაკვრა) გოგონების გამოსახულებით, რომელთაც, როგორც წესი, კაბა წამოუფრიალდებათ ხოლმე. ფინ-აფი განსაკუთრებით პოპულარული მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან გახდა – ფინ-აფ გოგონების გამოსახულებით არაერთი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი იყო დამშვენებული – მფრინავები ფიქრობდნენ, რომ ამგვარი სურათი მტრის პილოტებს მზერას მოწყვეტდა და მოწინააღმდეგე იოლ სამიზნედ იქცეოდა, თუმცა ფინ-აფ ნახატები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გამოჩნდა. მხატვრობის ეს სტილი პოპულარული იყო და არის ევროპაშიც (ზოგიერთი მკვლევარი მის სამშობლოდ სწორედ ინგლისს და არა ამერიკას მიიჩნევს), თუმცა, დიდება და ბრწყინვალება მან სწორედ ამერიკაში მოიპოვა.

ფინ-აფი წარმატებით გამოიყენებოდა რეკლამებში. ის აიტაცეს ფოტოგრაფებმა და კინორეჟისორებმაც – 1944 წელს ამერიკის კინორეჟისორთა გილდიის დამფუძნებელმა ბრიუს ჰამბერსთოუნმა (H. Bruce Humberstone) გადაიღო ფილმი “ფინ-აფ გოგონა” (Pin Up Girl) ბეთი გრეიბლით (Elizabeth Ruth Betty Grable) მთავარ  როლში (ბეთი გრეიბლი, შესაძლოა, გინახავთ ფილმში “როგორ ვიქორწინოთ მილიონერზე” (How to Marry a Millionaire), სადაც მერილინ მონროც თამაშობს). სწორედ ფინ-აფით იყო შთაგონებული ეპიზოდი ბილი უაილდერის (Billy Wilder) ფილმში “შვიდი წლის თავზე” (The Seven Year Itch), სადაც მერილინ მონროს ნიავი კაბას უფრიალებს.  (სხვათა შორის, Rotten Tomatoes-მა ეს ეპიზოდს მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ეპიზოდადაც დაასახელა). საყურადღებოა, რომ მონროს გმირს ფილმში სახელი არ აქვს და უბრალოდ “გოგონა” (The Girl) ქვია.Monroe Pin-up

გრეიბლისა და მონროს გარდა, სხვადასხვა დროს ფინ-აფ გოგონა არაერთი ცნობილი მსახიობი გამხდარა,…

იხილე გაგრძელება>>>lifestylebox.wordpress.com

komuna-like



0 comment(s) to... “მოდი, აიწიე კაბა”