Last.Fm - მელომანთათვის
Posted 4:00 PM by anano in თემები enterwithsmile, ეს საინტერესოა, ინტერნეტი, მუსიკა 
from - PePe And Gvancu
“I'm a Secret Last.fm Drinker.”
Last.Fm არის მუსიკალური სერვისი რომელიც საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ ახალი მუსიკა, იმ მუსიკაზე დაყრდნობით რომელიც მოგწონთ და უსმენთ. ანუ მაგალითად თუ უსმენთ Muse-ს, ლასტ ეFემი გაგიწევთ რეკომენდაციას მსგავს ჯგუფებსა და სიმღერებთან დაკავშირებით.
იგი ასევე გაძლევთ ინფორმაციას მომღერლებზე, ჯგუფებზე, სიმღერებზე და ალბომებზე. შენ შეგიძლია გაიგო მეტი იმ მომღერალზე რომელიც გიყვარს, გაიგო მისი ყველაზე პოპულარული სიმღერები, დაათვალიერო მისი ალბომები და გაიგო თუ რომელი მომღერალი არის მისი მსგავსი.
ლასტ ეFემში შეგიძლია გაიგო რა ივენთები არის დაგეგმილი (ნუ მართალია საქართველოს ივენთებს არ აჩვენებს მაგრამ მაინც xD)
მთავარი მიზეზები რისთვისაც ნამდვილად ღირს დარეგისტრირება არის ის, რომ მას მომენტალურად გადააქვს თქვენს პროფილში ის მუსიკა რასაც უსმენთ, გაძლევთ მასზე ინფორმაციას და რაც ზევით უკვე ვთქვი, გაძლევთ რეკომენდაციას მსგავსი ჟანრის მუსიკოსებზე, რომლებზეც შეიძლება არც კი გსმენიათ.
ასევე ლასტ ეFემს აქვს თავისი რადიო, რომელშიც შეგიძლია უსმინო მუსიკას ჟანრის, შემსრულებლის, რეკომენდაციების, მეგობრების თრექლისტის მიხედვით, ოღონდ შენი ჩარევა არ სჭირდება : D თავისით აკეთებს ყველაფერს, მაგრამ სამწუხაროდ ფასიანი გახდა და 30 თრექის მეტს არ გასმენინებს მგონი : S
შეიძლება ითქვას, რომ ლასტ ეFემი არის მელომანების სამოთხე <3
როგორ დავრეგიტრირდეთ?
- შევდივართ აქ http://Last.Fm
- "Join" - ზევით მარჯვენა კუთხეში, და შემდეგ არეგისტრირებთ ექაუნთს.
- შემდეგ იწერთ ამ პროგრამას Last.fm Scrobbler, ზუსტად ამ პროგრამას გადააქვს თქვენს პროფილში ის თრექები რომლებსაც უსმენთ.
- შემდეგ "Settings" ში შეავსეთ ველები და განაახლეთ პროფილი :)
სულ ეს იყო :)
შეგიძლიათ დამამატოთ მეგობრების ლისტში ;;)
წყარო>>>enterwithsmile.blogspot.com