მიზანი ამართლებს საშუალებას, ანუ, პო-fu-ლარობის რამდენიმე რეცეპტი

Posted 12:05 PM by Nina in თემები , , ,

a24f65b87108

ავტორი: მჩხაპნელი

 

Bookmark and Share

 

“ნახევარი საქართველო თუ გაგინებს… ესე იგი, პოპულარული ხარ” - ყველაფერში დადებითის მაძიებელი ადამიანი

“პოპულარობის სურვილი” კაცობრიობაში ძალიან პოპულარულია.  
ადამიანთა უმეტესობას, მინიმუმ ქვეცნობიერად მაინც  სურს, რომ ქუჩაში სახეზეცნობდნენ და საზოგადოებაში “სახის”  ინგლისური ფორმით მოიხსენიებდნენ, ტაქსით მგზავრობაში ფულს არ ართმევდნენ და მეტროში ჩასვლას თავმდაბლობად უთვლიდნენ,  თაყვანისმცემლების არმია ჰყავდეთ და ინტერვიუებში წუწუნებდნენ, რომ “თაყვანისმცემლებმა თავი მოაბეზრეს”, ჟურნალების გარეკანზე იყვნენ დაგარე კანი ყოველთვის ტონა ტონალურით ჰქონდეთ დაფარული…

მოკლედ, “თითით საჩვენებლის” როლში ყოფნა თითქმის ყველას უნდა. თუმცა,  პოპულარობის მოპოვების ზოგიერთი მცდელობა იმითაც სრულდება ხოლმე, რომ დიდებისათვის მებრძოლ კანდიდატს საჩვენებელიდან მცირე მანძილით დაშორებული თითის ერთ სახესხვაობასთან აიგივებენ (ბილწი ლექსიკის გამოყენების ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში, რა თქმა უნდა). თერთმეტი სიტყვით, დღევანდელ საქართველოში პოპულარობის მოპოვების რამდენიმე მარტივი, მაგრამ ამავდროულად ნარ-ეკლიანი გზა არსებობს:

"ამ სტერეოტიპს ვერ გავცდი რა..."

1. ”ტანთ განძარცვა” - უცხოეთში პოპულარობისათვის ძუ ლომივით ბრძოლაა საჭირო, ჩვენთან კი უბრალოდ ამ “ძუ”-ს გაორმაგება და შემდეგ მისი გამოჩენაც საკმარისია. ანუ, აქ თავი სალაპარაკოდ რომ გაიხადო, ჯერ იგივე ზმნა საკუთარ ტანსაცმელზე უნდა გამოიყენო.  მნიშვნელობა არ აქვს სად მოხდება ეს – ფილმში, ჟურნალში, ჭავჭავაძის გამზირზე, თუ, პარლამენტის წინ (მოთხოვნით: მცხელა, აღარ მინდა სტადიონები, აუზები გახსენით)… მთავარია, გახდა საკუთარ აბაზანაში და ისიც შხაპის მიღების წინ არ მოხდეს.  დანარჩენ სხვა შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ პოპულარობა მეორე დღესვე გარანტირებული გაქვთ…

2. რელიგიის დაცინვა – დღეს ჩვენთან ორი რელიგიური უკიდურესობაა მოდაში:
1.  მართლმოდიდებელი ადამიანები -  რომლებიც ეკლესიაში ძირითადად ვიღაცეების დასანახად დადიან, წვალებით მარხულობენ (ანუ, წინა დღეს შაურმას ჭამენ – მარხვა იწყებაო და მის დასრულებას კვლავაც შაურმით აღნიშნავენ), ნებისმიერი სახის საკვებთან სოიალური დამოკიდებულება აქვთ და ა.შ. ერთი სიტყვით, მათთვის მთავარია, რომ გარკვეულ წესებს პირნათლად ასრულებენ და მნიშვნელოვანი სიტყვა “როგორ” უკვე ყურადღების მიღმა რჩება.  
2. “სიბნელიდან გამოსული” ადამიანები  – რომლებიც რელიგიას მარქსისეულ “საყოველთაო ოპიუმად” მიიჩნევენ, მართლმადიდებლურ რიტუალებზე ხუმრობენ და პირველ კატეგორიაში მოხვედრილ ადამიანებს დასცინიან. მართალია, დღეს თითქოს ათეისტობა მოდაშიც კი შემოვიდა, მაგრამ რამდენიმე ანტირელიგიური განცხადების საჯაროდ გაკეთება სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ამ ქმედებამ პოპულარობა მხოლოდ ერთ ადამიანს კი არა, მთელ მის სანათესავოს – მის კარგისმსურველებსა და კეთილისმყოფელებსაც კი მოუტანოს…

ყველაზე პოპულარული სულელი

ყველაზე პოპულარული "სულელი"

3. სისულელის აპოთეოზი -  საერთოდ, ადამიანს უყვარს, როდესაც თავს ვინმეზე უპირატესად გრძნობს და მისი დაცინვის საშუალება ეძლევა. შესაბამისად, ხალხის ყურადღების მისაქცევად, სავსებით საკმარისია უცნაური ტექსტის მქონე სიმღერა დაწერო, წაიტინგიცო,  ან, რაიმე ისეთი ჩაიდინო, რაც მათ მობილურის გამოყენებასა და პროდუქტის “youtube”-ზე ატვირთვას აიძულებს. მართალია, საწყის ეტაპზე ყველა შუკაში, შოუში, შესახვევში, თუ, შუშაბანდში თქვენზე იცინებენ, მაგრამ პოპულარობა ხომ გარკვეულ მსხვერპლსაც მოითხოვს. ძალიან მალე, ის ვინც თქვენზე ბჟირდებოდა, ქუჩაში ავტოგრაფს გთხოვთ და მეტიც, თქვენთან ერთად სურათის გადაღებასაც შეეცდება.

4. “მართლმადიდებელ მშობელთა კლანჭებში”(ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ამ მეთოდის გამოყენება რეკომენდირებული არ არის. იწვევს დაჟეჟილობას თავისა და სხეულის არეში)…

იხილე გაგრძელება>>>> doin.ge

komuna-like



0 comment(s) to... “მიზანი ამართლებს საშუალებას, ანუ, პო-fu-ლარობის რამდენიმე რეცეპტი”