ბრიტანელები სასმელის მარკირებას მოითხოვენ
Posted 7:00 PM by anano in თემები vinoge.com, გართობა, ევროპა, ეს საინტერესოა, მალხაზ ხარბედია
from – vinoge.com
ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელი ბრიტანელების ნახევარი თვლის, რომ სასმელი საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის და სურთ ინფორმაცია ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ ბოთლის ეტიკეტზე იყოს დატანილი. გაზეთ Telegraph–ში 2400 ადამიანის გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ბრიტანელთა 60% თვლის, რომ ალკოჰოლური სასმელის ბოთლები, თამბაქოს პროდუქციის მსგავსად, მარკირებული უნდა იყოს და აფრთხილებდეს მომხმარებელს, თუ რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული ალკოჰოლის მიღება. გამოკითხულთა მეორე ნაწილი განსხვავებულად ფიქრობს და თვლის, რომ ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება ზიანის მომტანი არ არის. ამ გამოკითხვამ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოავლინა – მართალია, კრიზისის გამო ბრიტანელებმა პაბებსა და ბარებში სიარულს მოუკლეს, სამაგიეროდ, შინ დალევას მოუხშირეს. გამოკითხულთა მესამედმა კი სწორედ კრიზისის გამო შეამცირა ბიუჯეტი და შესაბამისად, შეამცირა სმაც. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით დაახლოებით 10 მილიონი ბრიტანელი მიირთმევს ზომაზე მეტ ალკოჰოლს, რაც ქალთათვის დღეში 1 ჭიქა ღვინით, ხოლო მამაკაცთათვის დღეში 3-4 ჭიქა ღვინით განისაზღვრება
0 comment(s) to... “ბრიტანელები სასმელის მარკირებას მოითხოვენ”