წესები ქალებისთვის

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , , , , ,

men-vs-women-jpg

ავტორი: finiki

Bookmark and Share

მამაკაცების მიერ შემუშავებული წესები ქალებისთვის, ყურადღება მიაქციეთ ნუმერაციას, თავისი მნიშვნელობით ყველა კანონი # 1-ია. :)

1. ზოგჯერ ჩვენ არ ვფიქრობთ თქვენზე, შეეგუეთ ამ იდეას.

1. არასოდეს შეიჭრათ თმა, არასოდეს. გრძელი თმა ყოველთვის უფრო მიმზიდველია. ერთ-ერთი უსერიოზულესი მიზეზი იმისა, რომ კაცები თავს იკავებენ ცოლის მოყვანისგან არის ის, რომ გათხოვების შემდეგ ქალები იჭრიან თმას, კაცს კი უკან დასახევი გზა აღარ აქვს.

1. შოპინგი არ არის სპორტი. და არა ჩვენ არასოდეს ვიფიქრებთ სხვანაირად.

1. ტირილი არის შანტაჟი.

1. ითხოვეთ ის რაც გინდათ. უფრო ნათლად, რომ ჩამოვაყალიბოთ: დახვეწილი მინიშნებები არ მოქმედებს! ძლიერი მინიშნებები არ მოქმედებს! ნათელი მინიშნებები არ მოქმედებს! უბრალოდ თქვით რა გინდათ!

1. გვიჭირს თარიღების დამახსოვრება. დაბადების დღეები, ქორწინების წლისთავი და სხვა ღირსშესანიშნავი თარიღები მონიშნეთ კალენდარზე, და რამოდენიმე დღით ადრე შეგვახსენეთ.

1. კაცების უმრავლესობას დაახლოებით 3 წყვილი ფეხსაცმელი აქვს. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენ ყველაზე კომპეტენტურები ვიქნებით იმ საკითხში თუ 30 წყვილი ფეხსაცმლიდან, რომელი მოუხდება თქვენს კაბას.

1. დიახ და არა სრულიად მისაღები პასუხებია თითქმის ყველა კითხვაზე.

1. მოგვაკითხეთ პრობლემით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი გადაწყვეტა გჭირდებათ, თანაგრძნობისთვის დაქალები არსებობენ.

1. თავის ტკივილი 17 თვის განმავლობაში პრობლემაა. მიაკითხეთ ექიმს.

1. ნებისმიერ რამ რაც ვთქვით 6 თვის წინ არ გამოიყენება არგუმენტებში და საერთოდ ჩვენს ნათქვამს ხანდაზმულობის ვადა გასდის 7 დღეში.

1. თუ თქვენ არ იცვამთ Victoria’s Secret-ის გოგონებივით, ნუ მოელით ჩვენგან, რომ მოვიქცევით საპნის ოპერის გმირებივით.

1. თუ ფიქრობ, რომ მსუქანი ხარ, ე.ი. ხარ. ამ კითხვას ჩვენ ნუ დაგვისვამთ, უარს ვაცხადებთ პასუხის გაცემაზე.

1. თუ ის რაც ჩვენ ვთქვით, შესაძლოა ინტერპრეტირებულ იქნას ორნაირად და ერთ-ერთი ინტერპრეტაცია თქვენ ნერვებს გიშლით, გარწმუნებთ, რომ ჩვენ მხედველობაში გვქონდა ნათქვამის მეორე ინტერპრეტაცია.

1. ნებისმიერ დროს, როდესაც რაიმე გაქვთ სათქმელი, თქვით…

იხილე გაგრძელება>>> finiki.wordpress.com

komuna-like



0 comment(s) to... “წესები ქალებისთვის”