გააკეთეთ სკოლა პანსიონი ქალაქგარეთ

Posted 4:00 PM by anano in თემები , ,

 

 

from – StartUp.ge

Bookmark and Share
 

სკოლა-ინტერნატებთან დაკავშირებით ჩვენს უმრავლესობას ცუდი ასოციაციები უჩნდება. თუმცა ბევრ ქვეყანაში ქალაქგარეთ სკოლა პანსიონების მოწყობა ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა. როგორც წესი იქ სწავლა უფრო ძვირი ღირს, თუმცა უკეთესად აღზრდის საშუალებაც ბევრად მეტია განსაკუთრებით ისეთი ბავშვებისათვის ვისაც მშობლები დაკავებულობის გამო საკმარის დროს ვერ უთმობენ.

არადა რომ არსებობდეს სადმე თბილისიდან ერთი საათის სავალზე, სუფთა, ჯანსაღ გარემოში სათანადო მატერიალურ ტექნიკური ბაზით აღჭურვილი სკოლა პანსიონი შესაძლოა ბევრი მშობლისთვის და ბავშვისთვის ყოფილიყო ეს კარგი გამოსავალი. მშობლები ბავშვებს მთელი კვირით დატოვებდნენ იქ და შაბათ კვირას წამოიყვანდნენ მაშინ როდესაც მათთან გასატარებლად თვითონაც მეტი დრო ექნებოდათ.

ასეთ პანსიონში ბავშვების მიყვანა განსაკუთრებით ისეთი ოჯახებისთვის იქნებოდა საინტერესო, ვისაც აქვს საშუალება რომ გადაიხადოს ფული, მაგრამ უჭირს საკმარისი ყურადღება მიაქციოს ბავშვს.

თუ მშობლები დარწმუნებულები იქნებიან რომ:

ა) მათი შვილები აქ მაღალი ხარისხის განათლებას მიიღებენ;

ბ) მათში სათანადო ღირებულებების, ხასიათის ჩამოყალიბებაზე პროფესიონალები იზრუნებენ;

გ) მათ ეყოლებათ მეგობრების, კლასელების საუკეთესო წრე საიდანაც არც ერთი არც ნარკომანი იქნება და არც კრიმინალი.

დ) თუ ბავები იქ ჯანსაღ გარემოში იქნებიან, ივარჯიშებენ და სუფთა ჰაერზე ბევრ დროს გაატარებენ და ასევე ჯანსაღი საკვები იკვებებიან.

ასეთ შემთხვევაში თქვენს პანსიონს მოსწავლეები არ მოაკდება, ისინი ბევრ საფრთხესაც აირიდებენ თავიდან და ცხოვრების მანძილზე თქვენი მადლიერებიც იქნებიან.

ასეთი სკოლა პანსიონის გაკეთებისას რამდენიმე საკითხია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. კერძოდ:

1. შინაგანაწესი და 24 საათის სწორად დაგეგმვა ბავშვების ინტერესების და შესაძლებლობების შესაბამისად. მათთან სამუშაოდ სკოლის აღმზრდელებს ბევრი დრო ექნებათ, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ამ დროის სწორად დაგეგმვა და გამოყენება იქნება საჭირო. სწორი განრიგი და მისი დაცვის დისციპლინა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მშობლების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებისას.

2. მასწავლებლების შერჩევისას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მათ მიდგომას ბავშვებთან. რაც უფრო მეტ დროს ატარებენ მასწავლებლები მოზარდებთან მით უფრო მაღალი პროფესიონალური დონე და ბავშვებთან სწორი დამოკიდებულება იქნება საჭირო. სამართლიანი, მომთმენი და ამევე დროს პრინციპული მიდგომა. რომელიც გამსწვალულია ბავშვებზე ზრუნვის მაღალი ხარისხით, მათ მომავალზე პასუხისმგებლობის გრძნობით და საკუთარი საქმის დიდი სიყვარულით. ასეთი ადამიანების პოვნა ადვილი არ არის. თუმცა მათ გარეშე პანსიონს წარმატების შანსი ფაქტიურად არ ექნება.

3. მნიშვნელოვანია ბავშვების შერჩევა სწორად, ყველას ალბათ არ უნდა იღებდნენ ასეთ სკოლაში. ალბათ მინიმუმ მეშვიდე კლასიდან უნდა იყოს მიღება, მხოლოდ საუკეთესო ფსიქოლოგების მეშვეობით უნდა ხდებოდეს მათთან გასაუბრება და გადარჩევა. ეს საჭიროა სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესის პროდუქტიულად წარმართვისათვის.

4. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სიგარეტის, მით უმეტეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას. საჭიროა, რომ ბავშვებს არა მარტი უკრძალავდნენ მათ მოხმარებას და მკაცრად აკონტროლებდნენ, არამედ სათანადო აღმზრდელობით სამუშაოსაც უნდა აწარმოებდნენ და ყველა მეორედ შემჩნეულს ულაპარაკოდ უნდა უშვებდნენ სკოლიდან დანარჩენების უკეთესად აღსარდელად. ეს მშობლებში ამ სკოლის მიმართ ნდობასაც და ინტერესსაც მნიშვნელოვნად გაზრდის.

5. სპორტულ და მხატვრულ წრებში ბავშვების დაკავებას დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს. მათთვის სავალდებულო უნდა იყოს როგორც ერთი ისე მეორე რათა მათში უფრო ძლიერი და დადებითი პიროვნული თვისებები ჩამოყალიბდეს.

6. ასეთი სკოლა პანსიონი პერიოდულად უნდა იწვევდეს გამოჩენილ ადამიანებს, ცნობილ ლიდერებს და აძლევდეს ბავშვებს საშუალებას მოისმინონ მათი ისტორია, დაუსვან შეკითხვები, მიიღონ რჩევები პრეფესიულ ორიენტაციასთან დაკავშირებით.

7. პანსიონში განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს ზუსტი და საბუნებისმეტყველი საგნების სწავლებას, უცხო ენას, ქართუ ლიტერატურას და ისტორიას. მათი ცოდნა ბავშვებს როგორც აზროვნების უნარს განუვითარებს ისე ფასეულობების სწორად ჩამოყალიბებაშიც დაეხამრება

8. განსაკუთრებით უნდა იყოს დაგეგმილი და გამოყენებული ექსკურსიების, სკოლიდან ერთობლივი გასვლის ღონისძიებები. თითოუელი ასეთი გასვლა ერთის მხრივ ჩაკეტილობის შეგრძნებას უნდა უხსნიდეს ბავშვებს, მეორეს მხრივ ძალიან შემეცნებითი, საინტერესო და აღმზრდელობითი უნდა იყოს მათთვის.

9. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მშობლებთან მუშაობას, მათთვის უნდა ეწყობოდეს დასათვალიერებელი ტურები სკოლის ტერიტორიაზე. უნდა იყოს მორიგეობით რამოდენიმე დღით სკოლაში დარჩენის შესაძლებლობა მსურველებისთვის. ბავშვებთან ურთირთობის ყველა საინტერესო და სასიამოვნო საშუალება, ეს მათთვის სკოლას კიდევ უფრო ღირებულს და სასურველს გახდის.

იდეის განხორციელება რა თქმა უნდა ადვილი არ არის, თუმცა იმედი გვაქვს ვიგაცა, ვისაც ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვს გადაწყვეტს ასეთი სკოლის გაკეთებას.

წარმატებებს გისურვებთ :)

 

წყარო>>>startup.ge



0 comment(s) to... “გააკეთეთ სკოლა პანსიონი ქალაქგარეთ”