“დიდი ამბავი თუ წაიქცა…” – ციკლიდან “კაცობრიობის უცნაურობანი”

Posted 9:00 PM by Nina in თემები , , , ,

6d08ab17d980

ავტორი: მჩხაპნელი

“შავად გაფერადებული კვადრატი მალევიჩისთვის – შედევრია, ბიულერბიუელი ლასესთვის – ხუთი ზანგი შავ ოთახში, გარი კასპაროვისთვის – ჭადრაკის დაფის ნახევრის 1/32 ნაწილი და ძუნწი ადამიანისათვის – ტყუილად დახარჯული მელანი. ასეა, ვის როგორ…”ვაინშტაინის ფარდობითობის თეორიიდან

ჩვენი შეხედულებები, როგორ წესი, “სახელების ტყვეობაში” იმყოფება და მათ მოფერებით “პატივ–მრებიც” კი შეიძლება ვუწოდოთ… 

მაგალითისათვის – რამდენჯერ გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ რომელიმე რომანი, ნოველა, ლექსი, ან, ფრაზა ბოლომდე ვერ გაგიგიათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც “ძალიან მაგარია”–დ შეგიფასებიათ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ცნობილ სახელს და გვარს ეკუთვნის. ასეთ მომენტებში მწერლის ვინაობის გავლენა გაფიქრებინებთ, რომ  ამ გაუგებრობის პრობლემა თქვენშია და არა ავტორში, რადგან დამკვიდრებული სტერეოტიპით, ასეთმა გენიოსმა შეუძლებელია რაიმე ცუდად დაწეროს.

ექსპერიმენტისათვის ერთი უაზრო ლექსი ავიღოთ:  

“ქარი ზოგს ართმევს, ზოგსაც მიუტანს
განმგები იყოს მათი დაე, ცა…
ქარი უქროდა თავში ნიუტონს
და ქარის გამო, ვაშლიც დაეცა!”

თუკი გავკადნიერდებით და აღნიშნულ სტროფს გალაკტიონს მივაწერთ, მაშინ ბევრი შემფასებელი იტყვის, რომ ”ამ მართლაც დიდი პოეტის ერთი შეხედვით არასერიოზულ ლექსშიც რაღაც ფილოსოფიური – კერძოდ კი ბედისწერის გარდაუვალობა – იგულისხმება. თუმცა, თუ მოკრძალებით აღვნიშნავთ, რომ იგი “ჩვენმა ძმაკაცმა” დაწერა, ან, მეტროში, ვაგონის კარზე იყო მიჩხაპნილი, მაშინ მას სერიოზულად აღარ მიიღებენ და ირონიულად დასძენენ, რომ “ლექსის ავტორს წერისას თავში ნიუტონზე არანაკლებ უქროდა”. მსგავსი დამოკიდებულებაა ნახატების მიმართაც. მოლბერტზე მითხაპნილი რამდენიმე ლაქა მხოლოდ იმიტომ შეიძლება შეფასდეს რამდენიმე მილიონად, რომ თავის დროზე პიკასომ ზედ ფუნჯი გაწმინდა და სრულ იდიოტობად, თუ ის ჩემი მეზობლის ბიჭის ნახატია. 

პიკასოს ნატურა

ჩვენს უმეტესობას ეშინია ფრაზების: “ღმერთო ჩემო, ეს რა თქვი”, “წადი, ლექს–სენს მოუსმინე”, “აბა რა მოგწონს, გოჩა მანველიძე?” და ა.შ. ანუ, ვირტუალური ბორკილი“რას იტყვის ხალხი” მეტნაკლებად აქაც მოქმედებს და ჩვენც საკუთარ თავს უფლებას ვერ ვაძლევთ, რომ დოჩანაშვილისეული “ხელმძღვანელის” ანალოგიურად ვისაუბროთ:   

ამონარიდი:
“– ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი – ჩურჩულებს რესპონდენტი – რა უნდა იყოს ამაზე საზარელი, ამაზე იდუმალი რამ…
– წაიქცა, წაიქცა – ინადით იძახის ხელმძღვანელი – დიდი ამბავი თუ წაიქცა… წაიქცა და კეთილი გამვლელები ისევ წამოაყენებენ… ბავშვობაში ვინ არ წავქცეულვართ, მაგრამ დადებითი გამვლელების მეშვეობით ისევ წამოვმდგარვართ, დიდი ამბავი…”

იგივე მიზეზის გამო, წარბშეუხრელი, ამაყი სახით ვამბობთ, რომ ინგლისი ალჟირს გადაუვლის (“ჯერ მარტო იმიტომ რომ ალჟირი ჰქვია”), რომ ესპანეთი შვეიცარიას ბურთს თავზე დაახევს და რომ მარტო “გერმანიის” გაგონებისას სერბები უკვე შიშით უნდა თრთოდნენ. თუმცა, როდესაც ჩვენ მწარედ ვცდებით (ანუ, ტოტალიზატორში ვაგებთ), იხტიბარს მაინც არ ვიტეხთ და ვამბობთ არა იმას, რომ ალჟირმა კარგად ითამაშა, არამედ იმას, რომ ინგლისი იყო ცუდ ფორმაში.

იხილეთ გაგრძელება>>> doin.ge

0 comment(s) to... ““დიდი ამბავი თუ წაიქცა…” – ციკლიდან “კაცობრიობის უცნაურობანი””