საფეხბურთო მუსიკალური პოსტი

Posted 5:00 PM by anano in თემები , , , , ,

 

ავტორი - lex tempus

Bookmark and Share

ამას წინათ ქალურ–კონფიდენციალური საუბრისას ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა: შენ გგონია, კაცებს არ აქვთ კრიტიკული დღეები? ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ და მთელი თვის განმავლობაშიო…

მეც, რომელსაც ერთხელ შემთხვევით გადაშლილ “კოსმოპოლიტენში” მსგავსი რამ მქონდა წაკითხული, მივხვდი, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰქონდა საუბარი.

ჰოდა, აჰა, დაეწყოთ კაცებს კრიტიკული დღეები!

ალბათ ძნელი წარმოსადგენია ოჯახი, სადაც ფეხბურთის ერთი გულშემატკივარი მაინც არაა. ასეთ შემთხვევაში გარანტირებულია ჩხუბი პულტის დასაკუთრებაზე. გამოსავალი – შეიძინეთ მეორე ტელევიზორი!

თუ ოჯახში ერთი და იგივე ქვეყნის ორი გულშემატკივარია, ჰარმონია მიღწეულად შეიძლება ჩაითვალოს; ორი მათგანი უფრო იოლად დასძლევს ოჯახის დანარჩენი წევრების წინააღმდეგობას.

თუ ოჯახში ორი ან მეტი სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივარია, ნეიტრალურ ოჯახის წევრებს (სავარაუდოდ, დიასახლისებს) ვურჩევ, რაც შეიძლება შორს დამალონ ბასრი საგნები და სამზარეულოში მომდევნო თვის განმავლობაში მხოლოდ კარაქის დანით დაკმაყოფილდნენ!

თუ ოჯახში ფეხბურთის გულშემატკივრები არ არიან, მომდევნო ერთი თვე გარანტირებულია მოწყენილობა და ბუზღუნი: რა უბედურებაა, რით ვეღარ მორჩა?? ჩემი სერიალები მომენატრა!!!

ბარები ფან–კლუბებს გახსნიან და დაცვას გააორმაგებენ, რომ ჩხუბის უარყოფითი შედეგები აიცილონ თავიდან;

მაღაზიების დისტრიბუტორები ლუდის, მარილიანი მიწის თხილისა და ჩიპსების რაოდენობას გააორმაგებენ;

“ბირჟებზე” “ნაშების” ნაცვლად გუშინდელ თამაშებზე “იბაზრებენ”;

ყველა არხზე სულ მცირე საათში ერთხელ შაკირას ვიხილავთ თავისი Waka Waka – თი. (რა უბედურებაა მაინც ეს უნიჭო სიმღერა!)

მე არ მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ნახევარ და ფინალებს თვალი შევავლო. ბოლოს და ბოლოს, წარმოდგენა ხომ უნდა გქონდეს, რა ხდება მსოფლიოში! ვერსად გავექცევით იმ რეალობას, რომ თვის და სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ფეხბურთის ჩემპიონატია!!!

შაკირა არა, მაგრამ წინა ჩემპიონატის ჰიმნი (თუ რაც ჰქვია!) თავისი კლიპით მართლაც ძალიან მომწონდა:

 

ეს კი 2002– ში იყო:

 

1994 – Gloryland:

 

P.S. სამწუხაროა, კიდევ ათეული წლები ვერ ვუგულშემატკივრებთ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხ და ტკბილ მოგონებად დარჩენილი სიმღერით დავამთავრებ ამ პოსტს:

 

წყარო>>>lextempus.wordpress.com



0 comment(s) to... “საფეხბურთო მუსიკალური პოსტი”