,,თვალებით დალევა” - საშიში მოდა
Posted 12:51 PM by Nina in თემები ამბები, გართობა, ეს საინტერესოა, მალხაზ ხარბედია, მარანი, ჯანმრთელობაvia მარანი
ბრიტანელმა სტუდენტებმა ალკოჰოლის მიღების ახალი ხერხი მოიგონეს - ისინი არაყს ძველებურად, ტრადიციულად კი აღარ სვამენ, არამედ თვალებში იწვეთებენ. ამგვარი ტენდენცია არა მარტო ბრიტანეთში, უკვე ამერიკაშიც შეინიშნება და საშიშ ფორმებს იღებს - ლას-ვეგასის ღამის კლუბებში ეს ტრიუკი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, მცირე გასამრჯელოს ფასად ოფიციანტები კლიენტებს პირდაპირ თვალებში აწვეთებენ ალკოჰლურ სასმელს. ისინი, ვინც უკვე გამოსცადა ახალი მეთოდი, ამბობენ, რომ ამ გზით თრობის ეფექტი მყისიერად აღინიშნება, უფრო მკვეთრადაა გამოხატული და შედარებით მეტ ხანსაც გრძელდება, ვიდრე ეს ჩვეულებრივი დალევისას ხდება. ეს არცაა გასაკვირი - ლორწოვან გარსში მოხვედრილი ალკოჰოლი ბევრად სწრაფად აღწევს თვალის სისხლძარღვებში, მაგრამ ამგვარი გართობა ძალზე სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ალკოჰოლის თვალის გარსში მოხვედრა იწვევს თრომბოზს, ანთებით პროცესებს, სკლერისა და რქოვანას დაზიანებას, რაც საბოლოოდ მხედველობის დაქვეითებით ან მისი სრული დაკარგვით შეიძლება დამთავრდეს.
© ღვინის კლუბი/“Weekend“