მაჩუ პიკჩუ – ქალაქი, რომლის ნახვას ყველას გისურვებთ (ფოტოკოლაჟი)

Posted 3:30 PM by anano in თემები , , ,

 

 

ავტორი - zurriuss

Bookmark and Share

 

ამ ადგილთან დაკავშირებით ბევრი დაწერილა, ბევრი თქმულა და, დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ გინახავთ ტელევიზორში. მე კი ვეცდები, ცოტა მეტი დაგანახოთ და აგიხსნათ ამ ადგილის ზოგიერთი ფაქტის მნიშვნელობა.

 

ქუდები, რომლებიც ძალიან წააგავს ინგლისურ "შლაპებს", პერუს მკვიდრთა კულტურის ნაწილია

 

ქალაქში შესასვლელი, კარიბჭის ნაცვლად, უბრალო ვიწრო კარია

პერუს ცენტრში, ანდების ერთ-ერთ მწვერვალზე მდებარეობს ქალაქი, რომელიც ერთ-ერთ უდიდეს საგანძურად და საკურთხევლად არის მიჩნეული. საინტერესოა, რომ თეთრკანიანებმა ამ ადგილს მხოლოდ 1911 წელს მიაკვლიეს, კონკისტადორთა მიერ პერუს დაპყრობიდან 400 წლის შემდეგ.

მაჩუ პიკჩუ ზღვის დონიდან 2353 მეტრზე, ანდების ერთ-ერთ პლატოზე მდებარეობს. იგი ისე მაღლაა, რომ ღმერთების კარიბჭესაც უწოდებენ. ქალაქი დაახლოებით 1460-იან წლებშია აიგო, პაკაჩუტი ინკას ზეობის ხანაში.

გაოცებას მაჩუ პიკჩუ პირველივე შეხების თანავე იწვევს, როცა აცნობიერებ, რომ ყველა დეტალი, ყველა ლოდი მხოლოდ ადამიანთა და ცხოველთა ზურგითაა ამოზიდული. ინკებმა ხომ ბორბლის არსებობის შესახებ არ იცოდნენ.

აქ დაახლოებით 200 სახლია, რომელიც 1000 კაცს იტევს. ნაგებობები ტერასებადაა განლაგებული და მთის რელიეფს იმეორებს.

 

 

ინკების სახლი საკმაოდ მარტივად იყო მოწყობილი: ნაკლები ავეჯი, ჩალის სახურავი და კედლებში დატანებული სათავსოები საკვებისათვის. ზოგიერთი საცხოვრებლის კედლები სრულადაა შემონახული

 

ვრცლად>>>zurriuss.ge



0 comment(s) to... “მაჩუ პიკჩუ – ქალაქი, რომლის ნახვას ყველას გისურვებთ (ფოტოკოლაჟი)”