ჩემი 90-იანები ...

Posted 2:42 PM by Nina in თემები , , , , ,

54070086_1264012500_0d317161bdae19c555bba2b622977ed6

ავტორი: Da-v-iD

… დამპალი კომუნისტებთან ბრძოლის, სამფერიანი დროშის, მიტინგზე მუხლზე დამხობილი ხალხის და ზვიადზე გაფანატებული ქალების ეპოქა. ლოცვით დაწყებული გაკვეთილები. 9 აპრილისადმი მიძღვნილი სასკოლო საღამოები. სანთლის სუნით გაჯერებული დერეფნები. მიტინგებმა და სამოქალაქო ომმაც გაკვეთიებთან ერთად ჩაიარეს. მათგანაც ვისწავლეთ გაკვეთილები და დღემდე ვაბარებთ.

თუმცა იყო ისეთი მომენტები რომელთა გახსენებით თითქოს გუაშით ფერადებს ამ შავ-თეთრი მოგონებს. ვარდისფერი, “სუნიანი” საშლელები. “ოკულ დეფტერი” - საბჭოთა მწვანე და ცისფერი “ტეტრადების” მერე პირველი ნაბიჯი ცივილიზირებულ სამყაროში. “პირამიდა” ჯინსებზე ოცნება, მერე ქონა და მერე სიამაყით ტარება. კუბიკრული, სქელი, ფერადი პერანგები. კამათი იმის თაობაზე თუ რომელი სათვალე სჯობს- პლისია რო აწერია თუ რეიბანები?!. საბჭოთა ვიდეომაგნიტოფონი. გაცვეთილი ვეხაესის კასეტები ვანდამის და ჯეკიჩანის ფილმებით, გაზეთით გაწმენდილი გალოვკა. დავა იმის თაობაზე ჯეკია მაგაი თუ ბრიუსლი . დამსრეთა მონაგონი-“ შანხაის რესტორანში ბრიუსლიმ იცი რა უქნა ჯეკიჩანს?!” –“მაგას მერე კუნთები დაეჭიმა, გაქვავდა და მოკვდა”. დისნეის სამყაროში შეღებული კარი და სკოლიდან სახლისკენ სირბილით თრახუნი იმის იმედით რომ “ნაშუადღევში” მულთფილმს მივუსრებდით. სოკოებივით მომრავლებული საკომისიოების რიგს ისე ჩავუვლიდით, თითქოს ერმიტაჟის გალერეას ვათვალიერებდით. გვაინტერესებდა რა იდო ვიტრინის ქვეშ. შემდეგ კი თავს ვიმტრევდით ეგ რაღაც რისთვის იყო საჭირო. გზად დაკრეფილი კარალიოკი და მსხალი. ის უფრო გემრიელი გვეჩვენებოდა ვიდრე ჩვენს ეზოში დახუნძლულ ხეებზე მოკრეფილი. გრეხილი "ცეპები", მერხის გვერდსაკრავიდან გაკეთებული კბილიანი კოსტეტები, გულგამოცლილი საწერი კალმებიდან ნასროლი დაღეჭილი ფურცლით მეზობელ მერხზე მჯდომის აწითლებული კისერი. თურქეთისკენ საზღვრის გახსნა, გასატანად მოგროვილი ათასნაირი ხლამი, ფოტოაპარატები, გარჩეული თხილი, ძველი შარვლები, უთოები და იქედან ჩამოტანილი “საოცრებები” :”ლუნა”,”ფანტა”,”კოკაკოლა”, მარგანინი “ონა”, ბოტასები, BOSS-ის წარწერიანი კეპკები და “ჯექსონები” - ყვითელი, “ორ კისტოჩკიანი” ფეხსაცმელი რომლის ქონა უდიდესი ბედნიერება იყო. პირველ სექტემბერს კი აღმოვაჩინე რომ ჩემს კლასელ ყველა ბიჭს ანალოგიური ბედნიერება ქონდა.

s640x480

ბზინვარებამდე გაპრიალებულ, ცხვირაწეული ინსპექტორებისთვის ჯერ ადრე იყო. უსაზიზღრესი ესპანდრელებისთვის და თეთრი "ნასკებისთვის" კი აღარავის ეცალა. მეგობრობის დღიურების უაზრო კითხვები, წვალებით ჩაწერილი, დედის მაიკურით გადაწეპებული, ფანქრით გადახვეული და დაღეჭილ ბატარეებზე მომუშავე მაგნიტოფონები.

article_image-image-article (12)

თამაში, რომელზეც ვოცნებობდით. 10000 მდე თუ ახვიდოდი მერე მულტფილმს ნახავდი.

article_image-image-article (1)

თამაში რომლის "პრუწუნი" მშობლებს ღამით ძილს უფრთხობდა.

article_image-image-article (2)

იხილეთ გაგრძელება>>> mtvarisklubi.blogspot.com

54070086_1264012500_0d317161bdae19c555bba2b622977ed6

komuna-like



0 comment(s) to... “ჩემი 90-იანები ...”