weekend.ge 21-23 მაისი

Posted 6:00 PM by Nina in თემები , , , , , ,

2010_clash_of_the_titans_poster_001

by Weekend planner

 

2010_clash_of_the_titans_poster_001 

თუკი გიყვარს ფილმების 3D ეფექტებით ყურება,  სიამოვნებით გაცნობებ, რომ ამიერიდან ამ სანახაობით შეგიძლია კინოთეატრ “რუსთაველშიც” დატკბე! 20 მაისიდან აქ და კინოთეატრში “ამირანი” გავა ფილმი Clash of The Titans/ ტიტანთა შერკინება. ფილმი მოგვითხრობს, ზევსის(ბერძნული ღმერთის) მოკვდავ შვილზე, რომელმაც სამყარო ტიტანებისგან უნდა გადაარჩინოს.
რეჟისორი: ლუის ლეტერიერი
როლებში: სემ ვორზინგტონი, ლიამ ნიისონი,
ჟანრი: ფენტეზი/სათავგადასავლო
imdb.com-ის მომხმარებელთა შეფასება: 6.0/10

 

 

22 მაისს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ბიოდივერსიფიკაციის დღეს, გარემოს დაცვის სამინისტრო და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება გიწვევთ კონცერტზე. გამოვლენ “მოძრაობის თეატრი” და ჯგუფი “მგზავრები”. საღამო დაიწყება 17.00-ზე და გაგრძელდება 23 საათამდე.  16 საათიდან, ყველა მსურველს მოემსახურება ავტობუსი, რომელიც წაიყვანს მაყურებლებს კუს ტბის ასახვევიდან, ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე უფასოდ. დასწრებაც უფასოა!

პარასკევს, 21 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ნინო რამიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტის ბოლო დღე. დასაწყისი 20 საათზე. ბილეთის ფასი 15 -დან 40 ლარამდე.

სხვა ღონისძიებები იხილეთ აქ>>> weekend.ge



0 comment(s) to... “weekend.ge 21-23 მაისი”