ფსევდომუსიკმრავალფეროვნება

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , ,

bb4bad5815a6

ავტორი: ნასტასია არაბული

 

mgsavrebin-300x286

რამდენიმე დღის წინ ფილარმონიაში ქონდათ კონცერტი, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, 22 მაისს ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები იქნებიან და კუს ტბაზე კონცერტს გამართავენ, 26 მაისს ზუგდიდში იქნებიან სხვა შემსრულებლებთან ერთად  და აქციით ,,მუსიკა ათავისუფლებს,, დევნილებისადმი  გამოხატავენ მხარდაჭერას, მერე ალბათ კიდევ ერთ ფილმს გააფორმებენ მუსიკალურად და საქართველოში კაცი არ დარჩება მათ სიმღერებზე გული არ უფანცქალებდეს და მათ მუსიკას  გულანთებული არ ყვებოდეს.

მათ, ვინც ჯერ კიდევ არ ხართ ინფიცირებული მათი ვირუსით და ზემოთ ჩამოთვლილი  ივენთები არაფერს გეუბნებათ, გეტყით, რომ ლაპარაკია ჯგუფ ,,მგზავრებზე’’ რომლებზეც არასოდეს არ დავწერდი და მით უმეტეს მუზამეზე, რომ არა მათი თვალშისაცემი პოპულარობა, რაც  პირდაპირ მეტყველებს ქართველი პუბლიკის უგემოვნობაზე.  ერთი უგემოვნო ჯგუფი ბევრად უფრო ასატანია, მაგრამ მთელი ერის უგემოვნობაზე უკვე უნდა წერო, როცა მუსიკალური ჟურნალისტი ხარ.

არადა, აქ სულ ეგრე ხდება, ვინც ოდნავ მაინც რამე ღირებულს აკეთებს, იმას მარტო მეგობრები უსმენენ, შედარებით უფრო ჭკვიანები და პოპულარობისკენ ავად მიდრეკილები კი აიღებენ ფოლკს, პოპს, რამდენიმე ინსტრუმენტს და მეგობარს და ყველანაირი სმენის, გემოვნების, საშემსრულებლო უნარების და სინდისის ქენჯნის გარეშე ხდებიან  პოპულარული  მუსიკოსები.

პრინციპში სინდისი არც უნდა   ქენჯნიდნეთ, ისინი ხომ ყველა მეგობრობამ გააერთიანა და ამიტომაც არიან უთვალავნი, ერს კიდევ უყვარს ასეთი მეგობრული, კაი ბიჭები. იმდენად ემოციურები რომ არიან, რომ მელოდია სადღაც გაურბით და ტექსტები ავიწყდებათ. მერე  რა, სამაგიეროდ, გულიანად მღერიან. სამაგიეროდ მათ სიმღერებს ყველა ადვილად იმახსოვრებს და ყველას უყვარს.

ის, რომ კარგი და გულიანი ადამიანი ხარ, ძალიან კარგია, ისიც რომ ბევრი მეგობრები გყავს და იმათთან ერთად სიმღერა გიყვარს და ისიც, რომ გინდა როდესმე შენი მეგობრების გარდა სხვებმაც მოგისმინონ, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მუსიკოსობაზე და ჯგუფის შექმნაზე გქოდენს ამბიცია. და მერე ყველა დააჯერო, რომ შენ მარტო კარგი ადამიანი კი არა, კარგი მუსიკოსი ხარ.

მუსიკოსი მასის მოთხოვნებს არ უნდა ასრულებდეს…

იხილეთ გაგრძელება>>> muzame.ge



0 comment(s) to... “ფსევდომუსიკმრავალფეროვნება”