weekend.ge 14-16 მაისი
Posted 6:00 PM by Nina in თემები Weekend.ge, გამოფენა, გართობა, თეატრი, კინო, კონცერტი, კულტურაავტორი: Weekend planner
ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო მეტი საინტერესო ამბები ხდება თბილისში. შეიკარით უსაფრთხოების ღვედები და მოემზადეთ ამ weekend-ის მოვლენების მიმოხილვისთვის.
14 მაისს, პარაკსევს, თბილისის ივენთ ჰოლში, გამოვა Erik Truffaz Quartet-ი. ბილეთის ფასი 80 ლარი. დასაწყისი 20 საათზე.
15 მაისს, შაბათს გაიმართება Tbilisi Alter Vision საღამო, ფოტოგრაფიის ღამესთან ერთად. თბილისის სამ ქუჩაზე გაიმართება კონცერტი. გამოვლენ ჯგუფები:
აბანოთუბანში: Mirror Illusion, Rema, Pornopoezia
შარდენის ქუჩა: The Georgians, Ketrine and Me, ABC
გუდიაშვილის ბაღი: Me and My Monkey, The Forest
დასაწყისი 20 საათზე.
16 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, გაიმართება ჯგუფ “მგზავრების” კონცერტი. დასაწყისი 20 საათი. ბილეთის ფასი 15, 20 , 25, 30 ლარი.
კინოთეატრები/თეატრები
კინოთეატრში “ამირანი” და “რუსთაველი” დაიწყო ჩვენება ფილმის “Robin Hood“. ისტორია რობინ ჰუდზე, რიჩარდ ლომგულის ჯარის მეისრეზე, რომელიც შემდგომში ყველასთვის ცნობილი და საყვარელი გმირი გახდა.
რეჟისორი: რიდლი სკოტი
როლებში: რასელ ქროუ, ქეიტ ბლანშეტი
ჟანრი: დრამა, სათავგადასავლო
ბილეთის ფასი: 6-10 ლარი