Time Management ანუ როგორ ვიმუშაოთ ეფექტურად

Posted 6:00 PM by Nina in თემები , , , , ,

Timemanagement

ავტორი: Dv0rsky

ბავშვობიდან ვერ გადავეჩვიე ერთ ცუდ ჩვევას - გასაკეთებელი საქმე ბოლო წუთამდე მიმყავს. ”დედლაინამდე”.

აი, სკოლის დროიდან ყველას გემახსოვრებათ: პარასკევს რომ უნდა იმეცადინო და შაბათ-კვირას თავისუფლად იყო. მე კი სულ ბოლო წუთამდე მიმყავს ყველაფერი - ადრე მეცადინეობა, ეხლა კი - საქმე და სამუშაო.

ნეტა ადამიანს თუ შეუძლია საკუთარი თავის ”ხელახლა აღზრდა”? გადამზადება? კარგი სიტყვა აქვთ რუსებს: перевоспитание.

ბევრი ვიფიქრე და ვიკითხე ამ საკითხზე და საბოლოოდ ვისწავლე: ამ ყველაფრისთვის საჭიროა დროის სწორი მენეჯმენტი. მართლა, პატარა ბავშვი ხომ არ ხარ, რაიმე საქმე ”ვერ მოასწრო”?

რა თქმა უნდა, ნორმალურ პირობებზე მაქვს ლაპარაკი, თორემ არანორმალურ დედლაინებს არ ვგულისხმობ, დღეს ბევრ მენეჯერს რომ უყვარს თქმა:

- როდის უნდა გააკეთო ეს საქმე და ”გუშინ”!

ჰოდა, დროის მენეჯმენტს, თვითდისციპლინის გარდა, თავისი სპეციალური ინსტრუმენტები აქვს.

პირველი ეტაპი: თვითდისციპლინა
თვითდისციპლინა გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი საქმე (დიდი თუ პატარა, მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი) აუცილებლად უნდა ჩაინიშნო - იმ მომენტში, როგორც კი გადაწყვეტ საქმის გაკეთებას (ან დაგავალებენ).

საქმეების ჩაწერა ხდება ორი საშუალებით: ტრადიციული პასტა-ფურცელი და/ან მობილური-ორგანაიზერი.

მე ვიყენებ: 
1. მოლესკინს

2. ნოკიას სმარტფონს

 

გარდა ამისა, ელექტრონული ჩანაწერებისათვის ვიყენებ შემდეგ სერვისებს:
1.
Microsoft Outlook Tasks
2. Microsoft OneNote
3. Evernote
4. Gmail Tasks
ყველა ამ საშუალებით შედგენილი ამოცანები/დავალებები ერთ ადგილას იკრიბება და კალენდარში შესაბამისი ვადები მიეთითება.
ასევე ელექტრონულ სახეს იძენენ ხელით გაკეთებული ჩანაწერები - OneNote-ში შემაქვს და შემდეგ ეტაპზე გადავდივარ.
მეორე ეტაპი: ინფორმაციის დახარისხება
მნიშვნელოვანია, მინიმუმ სამი სახის პრიორიტერულობის ხარისხის მინიჭება საქმეებისათვის. პირობითად დავყოთ ასე: 
A - უმნიშვნელოვანესი (და მალე გასაკეთებელი) საქმეები
B - საკმაოდ მნიშვნელოვანი, თუმცა არც ისე საჩქარო საქმეები
C - ნაკლებ მნიშვნელოვანი, უვადო ან ხანგრძლივი ვადის მქონე საქმეები.
ქვეკატეგორიების გაკეთებაც შეგვიძლია – მაგალითად…

იხილე გაგრძელება>>> www.dgiuri.com



0 comment(s) to... “Time Management ანუ როგორ ვიმუშაოთ ეფექტურად”