კვანტური კომპიუტერები – Quantum Compiuting

Posted 7:00 PM by Nina in თემები , ,

untitled

ავტორი: lukabrazi

სალამ, სალამ :) ) დროა თქვენს RSS-ში ცოტა მეცნიერებაც გამოჩნდეს, თორემ ამდენი პოლიტიკა, ჭორები და ყვითელი პრესა მავნებელია ჯანმრთელობისთვის :D

დღევანდელი თემა ეხება კვანტურ კომპიუტერებს.

1947 წელს ამერიკელმა კომპიუტერულმა ინჟინერმა Howard Aiken-მა განაცხადა, რომ მხოლოდ ექვსი კომპიუტერი იქნებოდა საკმარისი აშშ-ს გამოთვლითი სიმძლარეებისადმი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ამ განცხადების შემდეგ ბევრმა დრომ განვლო, მაგრამ არამარტო აშშ-ს, არამედ მთლიანად კაცობრიობის მოთხოვნილება გამოთვლით სისტემებზე, კვლავ დაუკმაყოფილებელი რჩება, მიუხედავად იმისა რომ მურის კანონის (Moore’s Law) მიხედვით ტრანზისტორების რაოდენობა მიკროპროცესორებში ყოველ 18 თვეში ორმაგდება.

მაგრამ მოქმედების ასპარეზზე უკვე ახალი ტექნოლოგიები გამოჩდნენ. საუბარია კვანტური მექანიკის მიღწევების დანერგვაზე გამოთვლით სისტემებში ანუ კვანტურ კომპიუტერებზე.

კვანტური კომპიუტერების მთავარი შემადგენელი ნაწილია კვანტური ბიტები, ე.წ. qubits(quantum bits). როგორც იცით დღევანდელ კომპიუტერებში და ზოგადად ციფრულ ტექნიკაში, გამოიყენება ორობითი კოდი. ამ ორობითი კოდის წარმომადგენელია  ინფორმაციის უმცირესი განმსაზღვრელი ერთეული – ბიტი. მას შეიძლება ქონდეს მხოლოდ ორი მნიშვნელობა: 0 ან 1. განსხვავებით სტანდარტული ბიტისაგან, კვანტურ ბიტებს შეუძლიათ მიიღონ მინიშვნელობა 0, 1 ან ორივე ერთად (ნულიც და ერთიც). ამ მოვლენას სუპერპოზიცია (სუპერპოსიტიონ) ეწოდება და კვანტური მექანიკის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ დეტალურად აღარ განვიხილავთ.

დღევანდელ კომპიუტერებში, ბიტები იქმნება წრედში ელექტრული დენის არსებობით; ანუ როდესაც წრედში არის დენი, ბიტის მნიშვნელობა განისაზღვრება როგორც “1”, ხოლო როდესაც წრედში არ არის დენი, ბიტის მნიშვნელობა არის “0”. რაც შეეხება კვანტურ ბიტებს, აქ ინფორმაციის გადამტანად გამოიყენება ატომები, იონები, ფოტონები და/ან ელექტრონები. ამ შემთხვევაში 0-ის და 1-ის მინიჭება ბიტისათვის ხდება არა წრედში დენი არსებობა-არარსებობით, არამედ იონის მუხტის ან ელექტრონის სპინის (spin) მნიშვნელობით: ⬇-down ან ⬆-up, ანუ 0 ან 1.

იხილე გაგრძელება>>>fizikosi.wordpress.com



0 comment(s) to... “კვანტური კომპიუტერები – Quantum Compiuting”