st.ერესო ფაქტების კოლაჟი

Posted 3:00 PM by Nina in თემები , , , ,

0fb42c352490

ავტორი: მჩხაპნელი

1. ერთხელ მარკ ტვენმა ანონიმური წერილი მიიღო, რომელშიც მხოლოდ ერთი სიტყვა – “ღორი” ეწერა. “ანონიმურ წერილებს მე საერთოდ ხელმოწერის გარეშე ვიღებ” - პრესის საშუალებით უპასუხა ანონიმს მწერალმა – “მაგრამ გუშინ, ჩემდა გასაკვირად, მხოლოდ ხელმოწერით მივიღე”

2. “ტაქტიეს არის ხელოვნება, აფიქრებინო სხვებს, რომ მათ თქვენზე მეტი იციან” – ამბობდა რეიმონდ მორტიმერი

     3. ერთმა დამწყებმა ავტორმა ო’ჰენრის თავისი მოთხრობა გაუგზავნა. მოთხრობას თან ერთვოდა მინაწერი: “მისი შექმნით მე დავიბადე, როგორც მწერალი”.“მისი წაკითხვით კი მე გარდავიცვალე, როგორც მწერალი” - წერილითვე უპასუხა ო’ჰენრიმ

     4. “შენი ხელის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი ცხვირი იწყება” – ამბობდა ვოლტერი

    5. მიუხედავად 26 წლიანი საპარლამენტო კარიერისა, ისააკ ნიუტონმა მხოლოდ ერთხელ ითხოვა სიტყვა. “ბატონებო” – მიმართა მან შეკრებილ ლორდებს –“გთხოვთ დახუროთ ფანჯარა, გამჭოლი ქარია და მეშინია არ გავცივდე”

    6. “რა თანხას ინატრებდით, რომ ბედნიერად გეგრძნოთ თავი?” – ჰკითხეს ერთხელ ბერნარდ შოუს. “ზუსტად იმდენს, რამდენსაც ჩემი მეზობლების ვარაუდით ვშოულობ…” – უპასუხა დრამატურგმა

   7. რემბრანდტმა ერთხელ საკუთარი გარდაცვალების შესახებ ხმა გაავრცელა, რათა მისი ნახატები უფრო ძვირად გაყიდულიყო.

   8. ჰენრი ფორდს ძალიან უყვარდა ანეგდოტი ერთი ფერმერის შესახებ, რომელმაც ანდერძად დაიბარა: “სიკვდილის შემდეგ ავტომობილ “ფორდში” ჩამსვით და ისე დამასაფლავეთ. ამ მანქანას მე ყველა ორმოდან ამოვყავდიო”

    9. ერთმა დეპრესიით შეპყრობილმა პაციენტმა დახმარებისათვის ექიმს მიმართა.“ყოველ დილით მიხაილ ზოშჩენკოს თითო მოთხრობა წაიკითხეთ” - ურჩია ექიმმა. ამის გაგონებაზე პაციენტი უფრო დანაღვლიანდა, რადგან ის თავად იყო მიხაილ ზოშჩენკო.

    10. “ქალს მხოლოდ ერთი საიდუმლოს შენახვა შეუძლია…

იხილეთ გაგრძელება>>>>doin.ge

komuna-like



0 comment(s) to... “st.ერესო ფაქტების კოლაჟი”