ქორწილია, ქორწილი ( თამადაო ჩანჩალაო )
Posted 6:00 PM by Nina in თემები Da-v-iD, კულტურა, მთვარის კლუბი, ცხოვრების სტილი
ავტორი: Da-v-iD
საკმაოდ ხშირად მიწევს იმის მოსმენა თუ რაოდენ დიდი და ძვირფასი საგანძური გაგვაჩნია ქართველებს ქართული „სუფრის აკადემიის“ სახით. რომ მას „აკადემია“ ტყუილად როდი უწოდეს, რომ ის მართლაც უიშვიათესი, მეტიც, უნიკალური მოვლენაა მთელო მსოფლიოს მაშტაბით და რომ ქორწილი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია... მარტო თამადა რად ღირს?!!!!!!
არ ვიცი რას ეძახიან დღეს თამადის „აკადემიურ“ დონეს! თუ ეს ისეთი კარგი და განუმეორებელი რამ არის რომ მთელი მსოფლიო პირდაღებული უნდა დავტოვოთ მისი „აკადემიურობით“, შემიძლია დავასკვნა რომ რაც აქამდე ქორწილებში თამადები მინახავს, მათ ეს „აკადემია“ დაუსწრებლად ააქვთ დამთავრებული და“მსმენელის” დიპლომს დასჯერდნენ.
სამაგიეროდ შემიძლია თამამად განვაცხადო რომ ქართული პოეზიის პროპაგანდაში თამადებს საკმაოდ დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. დიდი სიამოვნები ჩამოგითვლით მინიმუმ შვიდ ლექსს რომელიც საშუალო დონის, თავმოყვარე თამადის არსენალში აუცილებლად მოიპოვება.
მაშ ასე. შესანიშნავი შვიდეული (პოეზია) :
1. სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარიიი...
რაღათქმაუნდა. ყველასათვის კარგად ცნობილი სტრიქონები. და სად მოგისმენით ისინი ყველაზე უფრო მეტად და ვისგან? რათქმაუნდა ფეხზე წამომდგარი, ღიპიანი და ყანწიანი ბიძისაგან.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა სხვა ქვეყნის სამოთხეზედააა...
პატრიოტიზმის ფოიერვერკი. არადა თამადას მინიმიუმ შვილი, მინიმუმ საბერძნეთშია.
2. უფლის ციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთიიი...
და რაღათქმაუნდა წინაპრები. მინიმუმ ფარნავაზიდან და მაქსიმუმ ზეზვასაგან და მზიასაგან აქეთ მოყოლებული...
3. კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი...
ოჰოჰოოო. დრთოდეთ მტრებო. ამ ყანწ დავლევტ და მერე ოჰოჰოოო...
4. უსიყვარულოდ არ არსებობს თვით სილამაზეეე...
და რათქმაუნდა მეფე დედოფალი ცეკვავს მომღერლის შეძახილის ფონზე (ამ სილამაზეს გაუმარჯოს ხალხოო) თამადა იცრემლება
5. ბინდის ფერია სოფელიიი...
და მობლების სადღეგრძელო. არიქა სანამ ცოცხლები არიანო
6. და თუ სიცოცხლე ასე ნავაროობს...
და ცოლები ჰალსტუკ შეღეღილ საცეკვაოდ ატეხილ ქმრებს სკამებისკენ ექაჩებიან
7. წუხელის ბიჭი დაბადებულააა...
მეფე-დედოფალი წასასვლელად ემზადება...
მართალია კიდევ ბევრი ლექსის გახსენება შეძლება (თქვენც გაგახსენდათ ხო?) მაგრამ მე აუცილებლი მინიმუმი ჩამოვთვალე. ეს რაც შეეხებოდა პოეზიას. (პროზისთვის არავის არ ცხელა რათქმაუნდა) და თქვენის ნებარტვით გადავიდეთ სიმღერებზე.
ჩამოგითვლით სიმღერებს რომელთა უცოდინრობა „კაი დამკვრელს“ არ ეპატიება.
მაშ ასე.
შენ დაუკარ:
- ქაქუთში ჩამოიყვანეს...
სიმღერა რომლის მღერის აუცილებლობას კი არა და მიზანშეწონილობასაც ვერაფრით ვერ აღვიქვამ. ტექსტი სადაც მოთრობილია თუ როგორ უსირცხვილოთ კოცნის დედოფალს მაყარი და მერე წყაროსთან რომ დახოცეს ერთმანეთი. რატო უნდა მიუძღვნა ადამიანმა მეფე დედოფალს?!
- თეთრი რაში არ დადგამს უნდაგიირსს...
სიმღერა რომლის ტექსტი არანაირ კავშირში არ არის სადღეგრძელოსთან არც უნაგირით, რომელიც რაშს არ უნდა. არც სუეციდის იდეით აღტკინებული გედით. მხოლოდ ერთი ფრაზააა აქ რომლის გულისთვისაც მას თამადის წარდგინებისას მღერიან. „ეგ ფიალა უყვარს უფალ თამადას, მიართვით, მიართვით“... ესეიგი სიმღერაც თამადაზეა
- ვაგონი მიქრიიიის....
სიმღერა რომელიც ალკოჰოლის მიღებისას მიღწეულ კონკრეტულ დონეს გამოხატავს.
- моя мулатка ....
დარცხვენილი გოგონების საცეკვაოდ გამოსაწვევი ყველაზე კარგი საბაბი.
იხილე გაგრძელება>>> mtvarisklubi.blogspot.com