ავტორი - © Gio Rgashvili
”ქალი გამოვიდა საღალატოდ” - ოტია იოსელიანი
დღეს, ხუთშაბათს "საგანძურის" კიდევ ერთ ტომს მიიღებთ. ამჯერადაც, ვიცი, ძალიან გასიამოვნებთ: XI ტომი თქვენთვის საყვარელი მწერლისა და პიროვნების - ბატონი ოტია იოსელიანის რომანის - "ქალი გამოვიდა საღალატოდ" - და რამდენიმე ნოველის წაკითხვის საშუალებას მოგცემთ. ბატონ ოტიას "მკვახე შეძახილით" ბევრჯერ უცდია ჩვენი შეფხიზლება. ვინ იცის, რამდენი გაუნაწყენებია და რამდენისთვის გულიც მოუფხანია, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, გუნდრუკი არავისთვის უკმევია.
გაზეთ "კვირის პალიტრის" ერთ-ერთი ბოლო ნომრის მის "სარედაქტორო გვერდში" ბატონი ოტია წერს: "ჩემო ქართველებო, მართალია, დალხინებული არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ვიცოდით, რაც გვჭირდა და რაც შეგვეძლო, ვებრძოდით, ახლა არ ვიცით, რა გვჭირს და რას ვებრძოლოთ? ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა. ამ ბოლო დროს აღარ ვაკეთებ განცხადებებს, იმიტომ, რომ არავითარი აზრი არა აქვს. მე რა მინდა შენგან? ქვეყანას ნუ დააქცევ, შვილო, შენთვის გელაპარაკები ამას, მინდა, საუკეთესო იყო და ქვეყანა იყოს კარგად. თუ ვხედავ შენს სიგლახეს და თვალს ვხუჭავ, მე ვცოდავ მაშინ.
მოგიწოდებ გონიერებისკენ, გაფრთხილებ, არ გესმის თუ არ გინდა გეიგო? რომ გამოდიხარ და მეუბნები, ვაშენებ ქვეყანასო, კი, მაგრამ მე ისეთი შტერი ვარ, ვერ დევინახე ეს აშენებული ქვეყანა? ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა? ახლა ამას რომ ვწერ, ვიცი, მაინც არ ექნება შედეგი, კაცი უდაბნოში რომ მოხვდება, ყვირის, მიშველეთო, კი იცის, ვერავინ რომ ვერ უშველის, მაგრამ მაინც ყვირის, დაღუპვის შიში აყვირებს. სწორედ ასე ვარ ახლა მეც, კი ვიცი, ამათ რომ არ ეყურებათ, მაგრამ მაინც ვყვირი, ქვეყნის დაღუპვის შიში მაყვირებს..."
ოტია იოსელიანი წყალტუბოში, თავისი ხელით აგებულ ოდა-სახლში ცხოვრობს. სახლის მეორე სართულზე მოწყობილია ლიტერატურული სალონი, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ხშირად სტუმრობენ და სადაც ძალიან საინტერესო ლიტერატურული საღამოები ეწყობა...
მართალია, ჩვენს "საგანძურში" მწერლის მხოლოდ ერთ რომანსა და რამდენიმე ნოველას შემოგთავაზებთ, მაინც შეგახსენებთ, რომ ბატონი ოტია საბავშვო მოთხრობების: "ცხრა მთას იქით", "დაჩის ზღაპრები", "ცა გამთენია" და ა.შ.; რომანების: "ვარსკვლავთცვენა", "ტყვეთა-ტყვე", "შავი და ცისფერი მდინარე", "იყო ერთი ქალი" და ა.შ.; პიესების: "სანამ ურემი გადაბრუნდება", "როცა სიყვარული მოვა", "ადამიანი იბადება ერთხელ", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" და მხატვრული ფილმების: "მალე გაზაფხული მოვა", "ჩქარი მატარებელი", "თეთრი ქალიშვილი" სცენარების, ასევე, ბევრი ნოველის ავტორი გახლავთ...
ერთხელ მეც მერგო პატივი, ჩვენი ჟურნალისთვის ბატონ ოტიასთან ინტერვიუ ჩამეწერა. მახსოვს, ქართველ ახალგაზრდობასა და ჩვენს ზნეობა-უზნეობაზე ლაპარაკობდა:…
იხილეთ გაგრძელება>>>biblusi.blogspot.com