“ქოლგა 2010”, ანუ ერთი ნაბიჯი წინ, ათი ნაბიჯი უკან..

Posted 5:00 PM by Nina in თემები , , ,

qolga 1

ავტორი: მიხეილ სამხარაძე

რომ არ დამეწერა ამის შესახებ, ვერ მოვითმენდი...
გუშინ, 9 მაისს, ევროპის საერთაშორისო დღეს, გაიმართა ფოტოკონკურს “ქოლგა”-ს წლის 100 საუკეთესო ფოტოს გამოფენა. ამ შემთხვევაში სიტყვა “საუკეთესო” ბუტაფორიას წარმოადგენდა..
არადა, საკმაოდ ორიგინალური ჩანაფიქრი იყო, გამოფენის “მშვიდობის ხიდზე” ჩატარება, უცხო გარემო, სასიამოვნო ხედი გარშემო, სუფთა ჰაერი, მაგრამ ეს ყველაფერი მეათასეხარისხოვანი გახდა, როცა ფოტოებს გადავავლე თვალი..
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ “ქოლგამ” გამოაცხადა 2010 წლის ფოტოკონკურსზე სურათების მიღება, თუმცა აქვე დაამატეს, რომ რამე კონკრეტულ ჟანრს არ მიანიჭებდნენ უპირატესობას და ფოტოგრაფებს ნამუშევრების შეტანა “თავისუფალი თემა”-ზე შემოგვთავაზეს. მე პირადად ნამუშევრების მიღების უკანასკნელ დღეს შევიტანე 5 ფოტო და ყველა სხვადასხვა ჟანრის: პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრი, არქიტექტურა... უცებ მეორე დღეს გადის სიუჟეტი ნიუსებში, რომ ქოლგის ჟიურიმ აარჩია 100 ნამუშევარი.. თავიდანვე არალოგიკურად მეჩვენა, რომ საკონკურსო ნამუშევრების მიღების დამთავრებიდან 2 დღეში 2000 ფოტოდან, ასე მალე შეარჩიეს 100 საუკეთესო. და სამწუხაროდ ჩემი ეჭვი არ აღმოჩნდა უსაფუძვლო..
წელვანდელი ტოპ 100 ფოტოდან ამ სტატუსს მხოლოდ 20 თუ დაიმსახურებდა, მართლა რომ თავისუფალი თემის ფარგლებში აერჩიათ ფოტოები. მისულ საზოგადოებას ხელში შერჩათ ფოტოები ჟანრში “ლტოლვილები”.. ფოტოების დიდი ნაწილი წარმოადგენდა უშუალოდ დევნილების ან მსგავსი ასოციაციის გამომწვევი ფოტოების უნიჭო ნიმუშებს. მაინტერესებს ფოტოკონკურსის ჟიურიმ, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა “თავისუფალ თემაზე” შემოტანილი ფოტოებიდან აერჩია 100 საუკეთესო ფოტო, როგორ მოახერხა 90 ფოტოზე გამოსახული ყოფილიყო სოციალური შინაარსის მატარებელი ფოტოები: ბავშვები სილაზე, ბავშვი ჩამონგრეულ კედელთან, ბავშვები უყურებენ ტელევიზორს, მშობლები და ბავშვები სხედან ოთახში, მოხუცები, ბავშვები, ბავშვები, მოხუცები და ასე უსასრულოდ.. არც ერთი - პეიზაჟი, არქიტექტურული ნიმუში,  გლამური, ქალაქის ფოტო, პანორამა, ბუნება, მინიმალი.. არაფერი ადამიანების გარდა.. მე ვერ ვნახე ფოტოგრაფი, რომელსაც მოეწონა 100 “საუკეთესო” ფოტო..
ასეთ ქმედებას ეწოდება უპასუხისმგებლობა, სინაგლე, მოტყუება, უპატივისმცემლობა და “თქვენი აზრი ფეხებზე მკიდიაობა”...

 

იხილეთ გაგრძელება>>>demo.ge

komuna-like



0 comment(s) to... ““ქოლგა 2010”, ანუ ერთი ნაბიჯი წინ, ათი ნაბიჯი უკან..”