თითქმის დაუჯერებელი

Posted 4:06 PM by Nina in თემები , , , , ,

just-plain-weird-unbelievable-1065560_443_676

ავტორი: leonsio

გთავაზობთ ძალიან სახალისო და საინტერესო ამბებს, რომელიც შევაგროვე სხვადასხვა საინტერესო საიტებიდან, ვთარგმნე და გთავაზობთ :) ასე რომ მოემზადეთ და გავხალისდეთ, თანაც საინტერესო ინფორმაციაც მოვიპოვოთ :) იმედია ცოტა მაინც გაგამხიარულებთ, ხოდა მერე კომენტარებიც დატოვეთ მოგეწონათ თუ არა :D

ახალშობილის დედა 90 წლისაა

ფრანს პრესის სააგენტოს ცნობით, ინდოეთის რაჯისტანის შტატის ერთ-ერთ სოფელში, 90 წლის ქალს გაუჩნდა ბავშვი! ახალშობილი სუსტი იყო და მალე გარდაიცვალა. ამ ქალს და მის 92 წლის მეუღლეს 34 შვილი და უამრავი შვილიშვილი ჰყავთ.

სექსი და სწავლა სიბერემდეოოოო :D

თითქმის დაუჯერებელი

კოლუმბიის ქალაქ ალიმაგეში დროებით გაანთავისუფლეს ყველა პატიმარი. მუნიციპალიტეტის ეს უცნაური გადაწყვეტილება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ქალაქის ციხე ავარიულ მდგომარეობაში იყო და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებდა. “არდადეგების” დამთავრების შემდეგ ყველა პატიმარი დათქმულ დროზე ციხეში გამოცხადდა.

აბა ახლა ესენი უნდა დაეჭირათ ისევ? :D და ესენი იქნებოდნენ მკვლელები , ქურდები და ა.შ.? :D

როცა ორნი ვიწროდ არიან

მანილას ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიყვანეს მოხელე, რომელმაც უეცრად კუჭში მწვავე ტკივილები იგრძნო, პირველად ექიმებს კიბო ეგონათ, მაგრამ შემდეგ – ექიმების კონსილიუმი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მათ პაწაწინა ცოცხალ არსებასთან ჰქონდათ საქმე. ზრდასრულებული მამაკაცის ორგანიზმში გაზრდილ მის ტყუპ ძმას ყველა ორგანო, ხელებისა და ფეხების, თითებისა და ფრჩხილების ჩათვლით განუვითარებელი ჰქონდა. ჯერ კიდევ დედის საშოში ყოფნისას ერთ-ერთმა ჩანასახმა ვერ მოახერხა ნორმალურად განვითარება და იგი მეორემ “შთანთქა”.

ვა ეს მართლა ფანტასტიკაა…

რეკორდები რეკორდები…

სამმა ინგლისელმა დაამყარეს ახალი რეკორდები: რეი ჰატერი შეუჩერებლად ლაპარაკობდა 20 საათის, 12 წუთის და 30 წამის განმავლობაში, ჯორჯ უოლტერზი 26 საათის მანძილზე უკრავდა აკორდეონზე, რეტ სტოვენსმა შეძლო ერთი სიგარეტიდან თამბაქოს კვამლის 192 რგოლის გამოშვება.

ვახ რა საინტერესო 20 საათი რაზე ლაპარაკობდა :D ისე ზოგიერს ახლაც არ გაუჭირდება :D

ქალები იაფად

ახალ გვინიაში სპეციალური ინსტრუქციით არის განსაზღვრული… ცოლის ფასი. ქალი, რომელიც პირველად თხოვდება 240 დოლარი ღირს, მეორედ გათხოვილი ქალის ფასი…

იხილეთ გაგრძელება>>>leonsio.ge



0 comment(s) to... “თითქმის დაუჯერებელი”