ახალი ვიდეოსათვალე - ვიდეოთამაშებისა და ფილმებისთვის
Posted 4:00 PM by Nina in თემები ამბები, ამბები.GE, გართობა, კინო, ტექნოლოგია, ფილმებიავტორი: ამბები.GE
კომპანიამ Chinavision, რომელიც ჩინეთში საყოფაცხოვრებო ელექტრონული ტექნიკის წარმოების სფეროში ერთ-ერთი წამყვანია, ვირტუალური სათვალე შექმნა. სათვალეს ნებისმიერ დროსა და ადგილზე 40-დიუმიანი ეკრანის მოდელირება შეუძლია.
Chinavision აცხადებს, რომ ახალი ვირტუალური სათვალე ”მომხმარებელს გაამხიარულებს და დაამშვიდებს”. ის ვიდეოთამაშებისა და ვიდეორგოლების საყურებლად გამოიყენება, რომელთა ხარისხიც, მწარმოებლის მტკიცებით, არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივი ლიცენზირებული ფილმების ხარისხს, - იტყობინება 1k..by.
სათვალე მასში ჩაწერილი ვიდეომასალის საყურებლად იმავე კომპანიის წარმოების მედიაპლეიერს უნდა მიუერთოთ. პლეიერს უერთდება ასევე ყურთსასმენები, რათა მომხმარებელმა სასურველი მუსიკის მოსმენაც შეძლოს.
ელემენტი პლეიერს 4 საათის განმავლობაში ყოფნის. ჩინეთში ამ გასართობი მოწყობილობის ღირებულება 135 დოლარია.