ავტორი: zorbegi
სად და როგორი საჩუქარი შევარჩიოთ? _ ასეთი კითხვა მამაკაცს წელიწადში მინიმუმ 3–4–ჯერ მაინც უჩნდება. სნამ საჩუქარს აირჩევდეთ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, ვის ჩუქნით, ანუ ვის რა დღესასწაულს ვულოცავთ. რა ვაჩუქოთ დედას და მეუღლეს, ან საყვარელ ქალს? დას ან თანამშრომელ ქალს? რა უნდა გავითვალისწინოთ საჩუქრის შეძენისას? ბევრი რამ!.. რადგან ქალისთვის საჩუქრის შეძენა მეცნიერებაა _ ზუსტი და დელიკატური.
საჩუქარი ბევრნაირი შეიძლება იყოს: ორიგინალური, ბანალური, სერიოზული, სასაცილო, მოულოდნელი…
რაც უნდა ორიგინალური იყოს საჩუქარი, მის შემთხვევით შეძენას მაინც არ გირჩევთ. ამ დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ქალის ხასიათი, თვისებები, ჩვევები, როგორი სუვენირი თუ აქსესუარი მოსწონს, რა ფერებს ანიჭებს უპირატესობას, როგორი სტილის საჩუქარია მისთვის უფრო მისაღები და ა.შ. მოდი დავიწყოთ.
რა ვაჩუქოთ დედას
დედა ის ადამიანია, რომელმაც სიცოცხლე გვაჩუქა და თქვენი საჩუქარი ერთ–ერთი საშუალება იქნება, კიდევ ერთხელ გამოხატოთ მისდამი პატივისცემა და სიყვარული.
ყვავილები ქალური სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნევა და ლამაზი თაიგული დედისათვის ბანალურად არასოდეს ჩაითვლება.
კარგი საჩუქარია კოსმეტიკური საშუალებები _ დედა ხომ პირველ რიგში ქალია? ცნობილი ბრენდის სუნამო ნებისმიერ ასაკში სასიამოვნოა.
ფსიქოლოგებმა დიდი ხანია დაასკვნეს, რომ საჩუქრის შერჩევისას მთავარია არა მისი ფასი, არამედ ის სითბო და მონდომება, რომელიც თქვენ მასში ჩადეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე პრაქტიკული საჩუქარიც კი შეგიძიათ განსაკუთრებული გახადოთ.
ან იქნებ საყოფაცხოვრებო ნივთი სჭირდება? გაიხსენეთ, ხომ არ უწუწუნია ბოლო ხანებში? მტვერსასრუტი, უთო, წვენსაწური… არც სხვა საოჯახო ნივთებია ცუდი არჩევანი. თეფშების ან ჭიქების ნაკრები, სუფრა, თეთრეული, პლედი და ა.შ. მთავარია მისი გემონება გაითვალისწინოთ. თუ უფრო სერიოზული საჩუქრის შეძენა გსურთ, არჩევანიც მეტია. მაგალითად ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სამზარეულოს კომბაინი, წვენსახარში და ა.შ.
ყველაზე მთავარი! როდესაც დედას საჩუქარს ჩუქნით, არ დაგავიწყდეთ უთხრათ თუ როგორ გიყვართ იგი.
რა ვაჩუქოთ დას
გააჩნია, რა ასაკისაა. თუკი მოზარდია, მაშნ არაფერი რჩევა არ დაგჭირდებათ, თვითონაც კარგად იცით რა აჩუქოთ. თუ გასათხოვარი ან დაოჯახებულია, მაშინ დაფიქრება გმართებთ. თუმცა შეგიძლიათ “დედის საჩუქრიდან” რომელიმეს გამოყენება…
თუ მუსიკითაა გატაცებული, აჩუქეთ ფლეერი ან ყურსასმენები. თუ ფული არ გენანებათ და მისთვის სოლიდური თანხის გადახდას არ მოერიდებთ, მაში ლეპტოპი აჩუქეთ. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გაეხარდება.
თუ აქსესუარები მოსწონს, გაითვალისწინეთ მისი გემოვნება და აჩუქეთ მზის სათვალე, მოდური შარფი, ხელთათმანი, კოსმეტიკის ჩანთა.
გსურთ გრანდიოზული სიურპრიზი მოუმზადოთ? აჩუქეთ სპა სალონის ან აკვაპარკის კუპონი ან ბილეთები. (ერთი ბილეთის ჩუქებას აზრი არ აქვს, მისი დაქალებიც არ დაგავიწყდეთ).
რა ვაჩუქოთ თანამშრომელ ქალს
ეს ის შემთხვევაა, როდესაც არჩევანი შედარებით მწირია, რადგან, კოლეგისთვის ან საქმიანი პარტნიორისთვის შერჩეული საჩუქარი (მიზეზთა გამო) არც ძალიან ძვირი უნდა იყოს და არც ძალიან პირადული… მეორე მხრივ, არც ის იქნება ლამაზი, იაფფასიანი სუვენირით ან თუნდაც სიმბოლური თაიგულით და შოკოლადის ასორტით მიადგეთ კოლეგას. განვიხილოთ რამდენიმე ოპტიმალური ვარიანტი:
ნორმალური არჩევანია სამუშაო მაგიდის სხვადასხვა აქსესუარი: მაგიდის კალენდარი, ცნობილი ბრენდის კალამი, სურათის ჩასადები ჩარჩო,ტყავგადაკრული ბლოკნოტი, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის საიმიჯო ნივთს წარმოადგენს. ბოლო ხანებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა კრისტალისგან გამოთლილი სუვენირების ჩუქება, რომლის შუაგულში სხვადასხვა ფიგურაა მოთავსებული; ან კიდევ ილუსტრირებული წიგნები, ტომელულები, ცნობილი მხატვრების ფოტოალბომები…
რა ვაჩუქოთ მეუღლეს ან შეყვარებულს
ყველაზე მეტი თავსატეხი სწორედ ამ დროს ჩნდება….
იხილე ვრცლად>>>zorbeg.wordpress.com