სტრიპტიზი - გახდის ხელოვენება
Posted 9:00 PM by anano in თემები 13th Cinnamon, ეროტიკა, ეს საინტერესოა, ვიდეო, ცხოვრების სტილი
ავტორი - 13th Cinnamon
Women are born with a powerful sensuality,
so often lost in today’s demanding lifestyles.
World Pole Sport & Fitness is saying:
and saying it Loud and Clear'.
ტანა ნანა ნანა, ტანა ნანა ნანა you can leave your hat on...
ეს just სტირპიზის ხსენებაზე მახსნედება.
გუშინ რაც ნინო ჯავახიშვილმა გვაჩვენა (და ასევე არ გვაჩვენა ;) ) იყო სტრიპტიზის ხელოვნების ნაწილი. დიახ, დიახ, სულაც არ ჩავსვამ სიტყვას "ხელოვნება" ბრჭყალებში. მე ვთვლი, რომ სტრიპტიზი მონდომებას, დიდ შრომას, გაუთავებელ ვარჯიშს, მუშაობას მოითხოვს. ასევე, არტისტულ ბუნებას, პლასტიკას, ცეკვის ნიჭს, მუსიკის შეგრძნებას, სრულ самоотдача-ს. და განა სხვა რა არის ცეკვის ხელოვნება?
სიტყვა "სტრიპტიზი" - strip - გახდა, tease - გაღიზიანება, გახელება - ნიშნავს ეტორიულ ცეკვას, რომელიც წარმოადგენს ცეკვაში სექსუალურობის გამომხატველ ხელოვნებას (wiki). კლასიკური სტრიპტიზი სრულდება ბოძის ირგვლივ, რომელსაც "პილონი" ეწოდება. თქვენ წარმოიდგინეთ, პილონზე ცეკვა ანუ pole dance даже ვითარდება, როგორც დამოუკიდებელი მიმართულება სპორტში. იხილეთ ეს ვიდეო და დარწმუნდებით, თუ რაოდენ რთული შესასრულებელია სტრიპტიზი ტექნიკურად. ეს არის Felix Cane მსოფლიო ჩემპიონი Pole Dancing-ში.
სუულ, სულ პირველი სტრიპტიზის ჩატარების თარიღიც კი არის ცნობილი - 1893 წლის 9 თებერვალს მომხადარა ეს გადასარევი ამბავი. "მულენ რუჟის" სცენაზე, მოცეკვავემ სახელად მონა, იმპროვიზირებული სილამაზის კონკურსის დროს, მთელი თავისი ტანსაცმელი ჩამოიხია (მართალია wiki-ში წერია გაიხადაო, მაგრამ მე ასე წარმოვიდგინე, რომ ეს პირველი სტრიპტიზი სექსუალური აღგზნების მომენტში უნდა მომხდარიყო:) ), რის გამოც ის 100 ფუნტით დააჯარიმეს და დააკავეს კიდევაც :D.
ისე, საკუთარ თავებში სტირპტიზიორის პატარა ნაწილი რომ აღმოგვეჩინა, ურიგო არ იქნებოდა, ჩემის მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა. მცირეოდენი ფანტაზია, ლამაზი თეთრეული, თუ გნებავთ და მორცხვი ბრძანდებით, შუქს დაუწიეთ, "ნაჩნიკს" რამე წითელი ან თუნდაც იასამნისფერი ან ვარდისფერი გადააფარეთ, რომ შუქი "მოიგუდოს" და ... go, work it out, girl! სასოწარკვეთილი დიასახლისიდან რატომაც არ ვიქცეთ, ჩვენს ინტიმურ ბუდუარებში, მოკრძალებულ სკოლის მოსწავლე გოგონად ან ეშმაკ ქალ-ვამპირად? ^_^
ნეტში ბევრი ვიდეო თუ ფოტო მასალა დევს, რომელიც გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვიცეკვოთ სტრიპტიზი. ძირითადი თვისებები კი, რაც სტრიპტიზის ცეკვისათვის ანუ მინი ეროტიული სპექტაკლის დასადგმელად, გახდის ელემენტებით, არის საჭირო:
- სექსუალურობა და გახსნილობა
- "ობრაზის" შექმნა - ტანსაცმელი, კოსტიუმი და სიუჟეტი
- ამ სახის გადმოცემისათვის საჭირო პლასტიკა თუ მიხრა მოხრა
- რითმული მუსიკა
- ტანსაცმელთან და ნივთებთან მუშაობის უნარი - ჯობს.ჯის ვაკანსიის აღწერილობასავით არ გამოვიდა? კომპიუტერისა და ენების ცოდნა ამ შემთხვევაში არ მოითხოვება :D ხელქვეშ იქონიეთ სკამი, მათრახი და პეჩენიკი ;) (принцип кнута с пряником)
- ფიზიკური მომზადება - დაიწყეთ სიარული ფიტნესზე :)
- მაყურებელთან ურთიერთობის უნარი - მხედველობითი კონტაქტი.
- იმპროვიზაციისათვის მზადყოფნა
- ფსიქოლოგიური მდგრადობა შეურაცხყოფისადმი - თუმცა ეს ჩვენ არ გვემუქრება, თუ რა თქმა უნდა კლუბში საცეკვაოდ არ დავიწყებთ საკუთარი თავის მომზადებას.
მე კი მგონია, რომ სულაც მხოლოდ სურვილი ასიამოვნო საყვარელ ადამიანს და მუსიკა, რომელიც თავად მოცეკვავესაც აღაგზნებს და მუღამში აგდებს - სულ ეს არის home სტრიპტიზის "ძირითადი პრინციპები". ასე რომ, ამ საღამოსვე სცადეთ, გოგოებო, შეყვარებულებო, გელFრენდებო, ცოლებო და საყვარლებო ;)
პ.ს. სტრიპტიზზე ინფორმაციის მოძიებისას, წავაწყდი Best Big-Screen Strippers. ბევრი კარგი ფილმი გამახსენა ამ ჩამონათვალმა. გადაავლეთ თვალი, იქნებ აქ იპოვოთ იდეები ამ ღამით განსახორციელებლად ;)