„ლგტბ“ მსოფლიოს უტევს

Posted 6:00 PM by Nina in თემები , , , , , , , ,

Lesbian-kiss-sexy-romantic

ავტორი:   ლაშა გაბუნია

ბოლო დროს ქართულ მედიაში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა შესახებ ინფორმაციების ნაკადი საოცრად გაიზარდა. ქართველ გეებს თუ ბისექსუალებს საკმაო დრო ეთმობათ საინფორმაციო პროგრამებში თუ გასართობ ტელეშოუებში. ისინიც უკვე საკმაოდ თამამად საუბრობენ საკუთარ სექსუალურ მისწრაფებებზე. „ლიბერალებმა“ თანდათან ამოისუნთქეს – ფიქრობენ, რომ ეშველათ. თუ რა იგულისხმება ამ „შველაში“ ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის სექსუალური მისწრაფება პიროვნულია და არავის საქმე არაა, თუმცა მისი ორგანიზებულად გამოხატვის ფორმები, ანუ დეკლარირება მსოფლიოს მრავალ ქვეყანას თავსატეხად დაატყდა, რადგან ერთი რომელიმე დაჯგუფების უფლებებისთვის ბრძოლა, ხშირად უმრავლესობის უფლებების შელახვამდე მიდის. ამაზე კი დღეს ცოტა თუ ლაპარაკობს. აქაოდა, ადამიანის რწმენის, ორიენტაციის და არჩევნის დეკლარირებულ უფლებებს ჩირქი არ მოვცხოთო, პრაქტიკულად არავინ საუბრობს იმ არასახარბიელო შედეგებზე, რაც მსგავს ორგანიზებულ ღონისძიებებს თან ახლავს.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ზაფხული შვებულებებისა და... გეი-აღლუმების დროა. არსებობს საქალაქო, რეგიონული და მსოფლიო გეი-აღლუმები. ქართველებისთვის ეს ჯერ მხოლოდ ეკზოტიკაა. ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების აბსოლუტური უმცირესობა გეებისა და ლესბოსელთა მხრიდან საკუთარი სექსუალური საიდუმლოებების საჯაროდ გამოხატვის სურვილს, რატომღაც დემოკრატიის განმტკიცებად მიიჩნევს. უმრავლესობა კი, როცა ბოლო დროს „ლგბტ“ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსსექსუალი) იატაკქვეშეთიდან გამოდის, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ყველა ტრადიციული რელიგიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალიზმი დიდი ცოდვაა და მისი საჯარო დემონსტრაცია და პროპაგანდა არ შეიძლება.
დასავლეთში გეი-აღლუმები უკვე არავისთვის უცხო აღარაა. რატომ ეწყობა „ლგტბ“ მოძრაობის შოკისმომგვრელი სანახაობანი? იქნებ სექს-უმცირესობას ჩვეულებრივ მოქალაქეთა გაღიზიანების ხარჯზე არასრულფასოვნების კომპლექსისგან განთავისუფლება სურს? ნაწილობრივ ალბათ ასეა, მაგრამ საკითხი არც ისე მარტივია.
გეი-მოძრაობას საკუთარი ისტორია და მითოლოგია აქვს, ჰყავს საკუთარი წამებულები და გმირები. ზოგიერთ გეი-აღლუმს სწორედ „სიამაყის აღლუმი“ (Pride Parade) ეწოდება და ის ე. წ. „სტოუნუოლის ამბოხებების“ (Stonewall Rebellions) საპატივცემულოდ ეწყობა. „სტოუნუოლის ამბოხება“ ნიუ-იორკში გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს მოხდა. 1969 წლის 27 ივნისს კრისტოფერის ქუჩაზე მდებარე გეი-ბარ „სტოუნუოლში“ გეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რეიდზე მყოფ პოლიციელებს. პოლიცია გეებს სასტიკად გაუსწორდა. სწორედ ამ ფაქტის გასახენებლად ამერიკისა და ევროპის ბევრ ქალაქში „სიამაყის აღლუმი“ ეწყობა. გერმანიაში მას „კრისტოფერ-სტრიტის დღე“ ჰქვია.
დროთა განმავლობაში სექსუალურმა უმცირესობამ საკუთარი იდეოლოგია შეიმუშავა, რომლის მთავარი პრინციპებიც სამ პუნქტად შეიძლება ჩამოყალიბდეს:
1) სექსუალური ორიენტაცია ადამიანური პიროვნების ერთ-ერთი ფუნდამენტული თვისებაა;

იხილეთ გაგრძელება >> >> >> anarekly.blogspot.com



0 comment(s) to... “„ლგტბ“ მსოფლიოს უტევს”