ჩეთრულეტი
Posted 6:30 PM by anano in თემები rocko.ge, ეს საინტერესოა, ვიდეო, ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ტექნოლოგია
ავტორი – Rocko
უბრალოდ გენიალურია :))
ჩეთრულეტი - ეს ახალი საიტია, რომელიც 17 წლის რუსმა სტუდენტმა შექმნა. ვინ იფიქრებდა, რომ ვებკამერით და ფლეშით კიდევ იყო დარჩენილი რაიმე ინოვაციური იდეა. ამ საიტის პრინციპი კი ძალიან მარტივია:
შედიხართ ჩეთრულეტზე, ავტომატურად აქტიურდება თქვენი ვებკამერა და ავტომატურად უკავშირდებით შემთხვევით შერჩეულ სხვა მომხმარებელს. ის ხედავს თქვენ კამერას, თქვენ - მისას. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი ორი ადამიანი მომენტალურად, რენდომულად ხვდება პირისპირ :)) ახლა კი ორივეს გაქვთ არჩევანი - შეგიძლიათ დაელაპარაკოთ ერთმანეთს (ხმით ან ჩეთით) ან დააჭიროთ ღილაკს Next და დაუკავშირდეთ შემდეგ ადამიანს.
საიტმა გენიალურად მოახერხა, დრომოჭმული და არახალი ელემენტებისგან - ინტერნეტი, ჩეთი, მყისიერი შეტყობინებები და ვიდეო-ზარები - შეექმნა სრულიად ახალი მიმდინარეობა სოციალურ ვებში. პროექტი სულ რამდენიმე თვეა, რაც არსებობს. თუმცა, უზარმაზარი ტემპებით იზრდება და მასზე უკვე ნიუ-იორკ მეგეზინიც წერს. მთელ ინტერნეტს ვირუსულად მოედო ჩეთრულეტში გადაღებული ვიდეოები, სკრინშოტები და სხვადასხვა prank-ები.
სულ რაღაც 40 წუთია რაც ეს საიტი ვიპოვე და ვერ ვწყდები :D საოცრად ჩამთრევი რამეა. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ ჩემნაირ „სტაჟიან“ იუზერზე ამხელა ეფექტს მოახდენდა ახალი საიტი :)) ვუერთდები ბევრის მოსაზრებას და თავს ვდებ, რომ YouTube-ის შემდეგ ასეთი გასართობი პროექტი მსოფლიო ინტერნეტს არ ღირსებია :))
მოკლედ, სიტყვებით მაინც შეუძლებელია ახსნა. ახლავე ჩართეთ ვებკამერა და შეუერთდით ჩეთრულეტის არმიას :D ამჟამად ხაზზე 24 ათასზე მეტი მომხმარებელია! და ამ ხალხში იგულისხმება ყველაზე არანორმალური, ავადმყოფი ან ყველაზე სასაცილო და მხიარული ადამიანებიც :D
აი ერთი ვირუსული ვიდეო, თუ რა რეაქცია აქვთ სხვადასხვა ჩეთრულეტელებს ცალი (ანატომიური) კვერცხის დანახვაზე :D
ბოლოს კი, გირჩევთ გახდეთ ამ ადამიანის ფოლოვერი, რომელიც სწორედ მსგავსი ვიდეოების წარმოებით და შეგროვებითაა დაკავებული :D
http://twitter.com/chatrouletteguy
UPDATE:
ერთ საათიანი ჩეთრულეტობანას შემდეგ, სტატისტიკა ასეთია.
დაახლოებით 200 ჩეთ-პარტნიორიდან:
* 100-ს უნდა ძუძუები:
* 50 - მასტურბირებს:
* 48 - დაბოლილია და მაგინებს:
*
- და 2 მათგანი მისამძიმრებს „that olympic guy“-ს დაღუპვას.
God I LOVE social web! :))