ყველაზე შიშველი სტიუარდესები მსოფლიოში

Posted 3:00 PM by anano in თემები , , , , ,

 

 

 

ავტორი - Lord Vader

Bookmark and Share
 

ყოფილხართ ესპანეთში? გიფრენიათ Air Comet-ის თვითმფრინავით? მე – არა.
არც თქვენ?
ჰოდა, უკვე გვიანაა. ვეღარც იფრენთ, ვინაიდან ავიაკომპანია გაკოტრდა.
გაკოტრდა და სტიუარდესების 9 თვის სახელფასო დავალიანებამაც თქვენი ჭირი წაიღო…
პროფ-კავშირებმა და სასამართლომ რომ ვერაფერი გააწყო და დავალიანება გადაუხდელი დარჩა, გოგონებმა ტანთ გაიხადეს და nude-კალენდრისთვის გადაიღეს. ყურადღება მოგვაქციეთო…

გაკორტებული ავიაკომპანიის მესვეურებისა არ ვიცი და დანარჩენი მამაკაცების ყურადღება ნამდვილად მიიქციეს.
მათი ფოტოებით აჭრელებულია მსოფლიო მედია და CNN-ზეც კი დაუთმეს დრო.
ნამდვილად ღირდა.
Air Comet-ს მომხიბლველი სტიუარდესები ყოლია. :)

კალენდრის ფასი 15 ევროა.

ისე, აქამდე რომ გადაეღოთ ესეთი ფოტოები, ეგებ კლიენტურა არ მოკლებოდათ და არც გაკოტრებულიყვნენ?

ავია-კომპანიების თანამშრომელთა შიშველი თუ ნახევრად-შიშველი სარეკლამო ფოტო-სესიები ხომ ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად 2008 წელს ბრიტანული Ryanair-ის სტიუარდესების კალენდარი გამოვიდა. ჰოდა, დღემდე დაფრინავენ მშვენივრად და მგზავრების სიმცირეც არ აწუხებთ.

 

 

ვრცლად იხილე აქ >>> http://lifestylebox.wordpress.com/



0 comment(s) to... “ყველაზე შიშველი სტიუარდესები მსოფლიოში”