weekend.ge 19-21 მარტი
Posted 5:00 PM by Nina in თემები Weekend.ge, გართობა, თეატრი, კალენდარი, კინო, კონცერტი, სპორტი, ფილმებიby Weekend planner
19 მარტს, პარასკევს, თბილისის საკონცერტო დარბაზში სცენაზე გამოვა ჯგუფი Uriah Heep. იჩქარე შეიძინო ბილეთი როკ ლეგენდის კონცერტზე, ფასი 50-150 ლარი. ტელეფონის ნომერი: 99-05-99.
20 მარტს, 20 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში, იხილეთ ჯგუფი “შინ”. ბილეთის ფასები – 15-80 ლარი.
21 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ბილეთის ფასი 10-15 ლარი.
ყურადღება!
20 მარტს, 17 საათზე, Tbilisi Event Hall-ში იქნება საქართველო-რუსეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია. ბილეთის ფასები 20 და 50 ლარი. 50 ლარად VIP ბილეთები, რომელშიც შედის, ადგილები წინა რიგში, მითანას და ტკბილი ქვეყნის პროდუქცია თან 20 ლარის ანგარიში ბარში. არ გამოტოვოთ. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია
პ.ს. არ დაგავიწყდეთ, კიდევ შემოიხედოთ ჩვენს ბლოგზე, ინფორმაცია თამაშთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე განახლდება.
კინოთეატრები
კინოთეატრში ამირანი დაიწყო ქართული ფილმის “ქუჩის დღეები” ჩვენება. ფილმის რეჟისორია ლევან კოღუაშვილი.