Uriah Heep Live ალბომს თბილისის კონცერტზე ჩაწერს
Posted 6:00 PM by Nina in თემები Music, გართობა, კონცერტი, მუსიკა, ნეტგაზეთიავტორი: თამარ ჩხეიძე
ინგლისური როკ ბენდი, Uriah Heep ხვალ საქართველოს ეწვევა. საღამოს 8 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯგუფი კონცერტს გამართავს.
Uriah Heep საქართველოში „ლოკომოტივ პრომოუშენის“ მოწვევით ჩამოდის. კომპანია 2008 წელს ჩამოყალიბდა. ის როკ მუსიკოსების საქართველოში ჩამოყვანაზეა ორიენტირებული. მათი პირველი მასშტაბური პროექტი კი Uriah Heep–ის სოლო კონცერტია.
ბილეთის ღირებულება 50 ლარიდან იწყება, მაქსიმალური ფასი კი 150 ლარია. „ლოკომოტივ პრომოუშენის“ პრეს სამსახურის წარმომადგენელი გიორგი კიკონიშვილი ამბობს, რომ კონცერტისთვის საჭირო აპარატურა მაღალი დონის არის. რაც ნიშნავს, რომ ფილარმონიაში ჟღერადობა იდეალური იქნება.
Uriah Heep ინგლისში 70-იან წლების დასაწყისში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი იყო. მათ რამდენიმე კომერციულად წარმატებული ალბომი გამოუშვეს, მათ შორისUriah Heep Live (1973). ჯგუფს 22 სტუდიური, 12 ლაივ ალბომი აქვს გამოშვებული.
კიკონიშვილის თქმით, Uriah Heep ლაივ ალბომს საქართველოში ჩაწერს. ეს ნიშნავს, რომ კონცერტი, რომელიც ხვალ ფილარმონიაში გაიმართება, ჩაიწერება და მსოფლიოში გავცელდება, როგორც “Live in Tbilisi“.
აქედან გამომდინარე, ორგანიზატორების სურვილია, არც ერთი მაყურებელი არ იჯდეს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სკამებზე. ცეკვით და მხურვალე ოვაციებით ჩაივლის თუ არა კონცერტი, ეს სწორედ მაყურებელზეა დამოკიდებული.>>>
იხილეთ ვრცლად>>> www.netgazeti.ge