LADY GAGA – TELEPHONE FT. BEYONCE და PRODUCT PLACEMENT – ი

Posted 8:00 PM by Nina in თემები , , , , , ,

gaga

by marketeer

მუსიკალური კლიპი, რომელიც ორ პოპ-ლეგენდას, ლედი გაგას და ბიონსის შესრულებით, რეჟისორმა ჯონას აკერლანდმა გადაიღო – უკვე წარმატების ზენიტშია, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრემიერა სულ 2-3 დღის წინად შედგა. თავისთავად ცხადია, რომ კლიპის პოპულარობა უკვე დამკვიდრებულმა ვარსკვლავმა – ბიონიმ და ამომავალმა ვარსკვლავმა – ლედი გაგამ განაპირობეს, ამას დავამატოთ საკმაოდ ხარისხიანი მუსიკა და მულტიმილონიანი გადაღება.

მაგრამ…

ვიდეო კლიპში, რომელიც სხვათაშორის 10 წუთიანია, ჩვენ, როგორც მარკეტოლოგებს სულ სხვა რამე გვაინტერესებს, ეს კლიპი უხვადაა ამოტენილი ე.წ. Product Placement (საქონლის განთავსება) ით, რომელიც სხვადასხვანაირად გადანაწილდა და კლიპის დანახარჯების უდიდესი ნაწილი აანაზღაურა – თუ მთლიანად არა.

მაშ ასე, თავად ვიდეო და დეტალური მასალაც

 

როგორც მინიმუმ 9 სხვადასხვა ბრენდნეიმს შეხვდებით ამ კლიპში, ყველაზე თვალსაჩინო რათქმაუნდა უკვე შენიშნეთ – Virgin Mobile მობილური პროვაიდერია, მაგრამ აქვეა HP Enny, Beats Limited Edition – ლეპტოპი, მაიონეზი Miracle Whip და პურის მცხობელი Wonder Bread ასევე რათქმაუნდა Diet Coke… სია გრძელდება…

ცხადია პოპ-კულტურა მაშინვე ლამის აფეთქდა ორი ლიდერი ვარსკვლავის მიერ შესრულებული ვიდეო კლიპით, ხოლო მედიამ, მაშინვე ჩამოაწიკწიკა ყველა აქსესუარი და ბრენდი, რომელიც კლიპებში მოხვდა, მათ შორის დეტალური განხილვები გამოაქვეყნა: Huffington Post-მა The Guardian-მა Jezebel-მა Rolling Stone და Interview Magazine მა.

საინტერესო ის არის, რომ კლიპში მოსახვედრად ყველა ბრენდს ფული არ გადაუხდია, მაგალითად Diet Coke რომლის მეშვეობითაც ლედი გაგას თმები აქვს დახვეული – მისი პირადი იდეა იყო. ასევე სამზარეულოს სცენაში, სადაც მომღერალი ვითომდა საწამლავს ამზადებს, გაგას სურდა მთლიანად ამერიკული ბრენდები გამოეყენებინა, Wonder Bread მა უფასოდ მიიღო სარეკლამო ადგილი, ხოლო Miracle Whip მა თანხა გადაიხადა, თუმცა რაოდენობა უცნობია. ამ ბრენდზე განსაკუთრებული აქცენტიც კეთდება კლიპში და მისი ახალი შეფუთვა – განსაკუთრებით თვალსაჩინოა, ეს Miracle Whip ის მიერ გაჩაღებული კამპანიის ნაწილია.

რაც შეეხება ზემოთ უკვე ნახსენებ Virgin Mobile ს რომელიც ასევე საკმაოდ თვალსაჩინოა, ეს კომპანია მომღერალის მსოფლიო ტურნეს ასპონსორებს, ხოლო “Polaroid” მა რეკლამა მიიღო იმის გამო, რომ მომღერალი ამ კომპანიის კრეატიული დირექტორია.

კლიპში არის ადგილები სადაც HP ის ლეპტოპებით ხდება ინტერნეტის დათვალიერება, ეს რეკლამა ბრენდმა ლედი გაგასთან ადრე გაფორმებული მარკეტინგული კონტრაქტით – უფასოდ მიიღო.

სრულიადში > > >marketeer.ge



0 comment(s) to... “LADY GAGA – TELEPHONE FT. BEYONCE და PRODUCT PLACEMENT – ი”