ალკოჰოლური ჰალუცინაცია

Posted 3:58 PM by Nina in თემები ,

Hangover

ავტორი: თაკა

ალკოჰოლური ფსიქოზის ყველაზე ხშირი ფორმაა ალკოჰოლური ჰალუცინაცია. ჩვეულებრივ, მწვავედ ვითარდება ნაბახუსევზე ან ხანგრძლივი, უწყვეტი სმის პერიოდში. დაავადების წამყვანი სიმპტომი სმენითი ჰალუცინაციაა, რომლის დროსაც ავადმყოფს გონება არ ებინდება და კარგად ერკვევა დროსა და გარემოში. თავდაპირველად მას ხმაური, კაკუნი ესმის, შემდეგ კი "ხმები", რომლებიც საყვედურობენ, ემუქრებიან, კიცხავენ, ითხოვენ მის დასჯას და მოკვლასაც კი. იშვიათად საყოველთაო გაკიცხვის ფონზე ავადმყოფს ჩაესმის ერთი "ხმა", რომელიც მას იცავს და ესარჩლება. ავადმყოფი ფრთხება, ცდილობს, გაექცეს ამ ხმებს, ზოგჯერ სახლიდან გარბის, ზოგჯერ პოლიციას მიმართავს დახმარებისთვის. არცთუ იშვიათია თვითმკვლელობის მცდელობა. დაავადება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება.
თუ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება გაგრძელდა, თავს იჩენს მწვავე ალკოჰოლური ჰალუცინაციის რეციდივი. შემთხვევათა მეოთხედში დაავადება ქრონიკულდება, გრძელდება თვეობით, წლობით. ავადმყოფი ერთგვარად ეჩვევა ხმებს და მათ ორ ჯგუფად ყოფს: თავდამსხმელებად და დამცველებად.
ზოგჯერ ქრონიკული ალკოჰოლური ჰალუცინაცია თანდათანობით, მწვავე ეპიზოდების გარეშე ვითარდება. ეს ხდება ალკოჰოლის ხანგრძლივი, ყოველდღიური მიღების და ამით გამოწვეული მუდმივი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გავლენით.
მკურნალობა. ჰალუცინაციების მოსახსნელად უნიშნავენ ნეიროლეპტიკებს. საჭიროების შემთხვევაში ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია. უნდა ჩატარდეს ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო მკურნალობაც, რაც ალკოჰოლური ჰალუცინაციების პროფილაქტიკას წარმოადგენს. ალკოჰოლური ბოდვითი იდეები. ისინი ორგვარია…

იხილე ვრცლად>>>



0 comment(s) to... “ალკოჰოლური ჰალუცინაცია”