სელინჯერის მიერ ჰემინგუეისთვის მიწერილი ერთადერთი წერილი

Posted 3:00 PM by anano in თემები , , ,

  

ავტორი – palitra online

Bookmark and Share

 

ბოსტონის ჯონ კენედის სახელობის ბიბლიოთეკა ჰემინგუეისთვის სელინჯერის მიერ მიწერილ ერთადერთ წერილს ფართო საზოგადოებას პირველად წარუდგენს, იტყობინება სააგენტო Associated Press. სელინჯერმა ის 1946 წელს ნიუნბერგის სამხედო ჰოსპიტალში მკურნალობის დროს დაწერა.
წერილი 30 წლის განმავლობაში ბიბლიოთეკის დახურულ ფონდებში ინახებოდა და მხოლოდ სპეციალისტებისთვის იყო ხელმისაწვდომი. წერილში არმიისა და ცოტა ხნის წინ დასრულებული ომის მიმართ სელინჯერის სარკასტული განწყობა იგრძნობა. ჰემინგუეის სელინჯერი საკუთარ შემოქმედებით გეგმებს უზიარებს.
მწერალი აღნიშნავს, რომ ”ძალიან ამაღელვებელი რომანის” დაწერა აქვს ჩაფიქრებული, რომელშიც სავარუდოდ, 1951 წელს გამოქვეყნებულ ცნობილ ნაწარმოებს გულისხმობდა, სახელწოდებით ”თამაში ჭვავის ყანაში”.
წერილის არაფორმალური ტონი ორ ავტორს შორის საკმაოდ ახლო ურთიერთობების შესახებ მოწმობს, თუმცა სხვა დოკუმენტებში ამის დამამტკიცებელი საბუთი აღმოჩენილი არ არის.
ბოსტონის ბიბლიოთეკის დირექტორმა ტომას პატნემმა აღნიშნა, რომ ჰემოინგუეის მხრიდან საპასუხო წერილის მიწერის შესახებ არ შემორჩენილა რაიმე მონაცემი. ნობელის პრემიის ლაურეატის მეუღლის მოწმობით, მწერალი ყოველთვის საგულდაგულოდ ინახავდა მთელ თავის კორესპონდენციას. სწორედ ამის გამო მიაჩნიათ, რომ ეს მისი ერთადერთი წერილია.
წერილს 28 მარტს საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის ყოველწლიური პრემია PEN/Hemingway Award-ის გადაცემის ცერემონიაზე გამოფენენ. ცერემონიას ჰემინგუეის ვაჟი პატრიკი დაესწრება. ის ბრიჯიდ პასკუალეს გადასცემს ჯილდოს წიგნისთვის A Long, Long Time Ago and Essentially True".
პატნემის თქმით, დომკუმენტის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი სელინჯერის პიროვნების მიმართ საზოგადოების გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა.
შეგახსნებთ, რომ სელინჯერი 2010 წლის 27 იანვარს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო

http://biblusi.blogspot.com/



0 comment(s) to... “სელინჯერის მიერ ჰემინგუეისთვის მიწერილი ერთადერთი წერილი”