ჯადოსნური ყავა

Posted 3:59 PM by Nina in თემები , , ,

2

ავტორი: Maka Asatiani

თითქოს პირველად მივემართები უცხოობისკენ, სადაც არასდროს ვყოფილვარ. კარს მიღებს ნაცნობი მასპინძელი. თითების თითოეული ნერვიული დაბოლოება ხელში მოხერხებულად მოკალათებულ მორიგ საოცრად სურნელოვან ფინჯან ყავას ეხება. სახეზე უბიწოების ექსტაზში დამუნჯებული ღიმილი და ჩათვლემილი თვალების სასიამოვნოდ ირონიული გამოხედვა მაქვს. თავს ვიწყნარებ, მე ხომ ზუსტად ასეთი დილა მიყვარს. ხმაური, შიშინი... რადიო ტალღები ამინდის პროგნოზს გადმოსცემენ. ბრენდის სამზარეულოში ამინდი მზიანია, მოსალოდნელია უნალექო ყავის მიმოხილვა.

ეს პოსტი ალბათ არც დაიწერებოდა, რომ არა ბრაზილიაში მყოფი მაქს მორგენტალერის 1930 წლის გამოგონება - ახალი, იოლად დასამზადებელი ყავის ფხვნილი, რომელსაც ადუღებულ წყალს ამატებ და ვუალა ცხელი, სურნელოვანონი სასმელი მზადაა. საიდუმლო რეცეპტი შვეიცარიაში მალევე აღმოჩნდა და უკვე 1938 წლის 1 აპრილს კომპანია „ნესტლეს“ ერთ-ერთი ბრენდის სახით გაყიდვაში გამოვიდა. თუმცა, ყავის სახელწოდება„ნესკაფე“ პირველად ორმოცდაათიან წლებში ამერიკის სატელევიზიო რეკლამებში გამოჩნდა. შემდეგ კი შეფუთვებზეც დააწერეს. მოგვიანებით „ნესტლემ“ ამერიკაში ახალი ბრენდის წარმოება დაიწყო და „თესთერს ჩოის“ უწოდა. „ნესკაფეს“ რეორგანიზაცია 2003 წელს მოხდა და პროდუქტს ახალი სახელი „ნესკაფე თესთერ ჩოის“ დაარქვეს. ყავის პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამერიკის მთავრობა არმიაში ყოველწლიურად „ნესკაფეს“ მილიონ კოლოფს გზავნიდა. სწორედ ამერიკის სამხედრო ძალებმა გახადეს ყავა პოპულარული ევროპის ქვეყნებში. ის ხომ ამერიკელი ჯარისკაცების კვების ყოველდღიურ რაციონში შედიოდა. ამას მოყვა ბრენდის ექსპორტირება საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში. ბრენდი თანდათან უფრო დიდი წარმატებით იყიდებოდა. ხოლო ორმოცდაათიანი წლებიდან ის თინეიჯერების საყვარელ სასამელადაც იქცა. ყავის სახლებში მოზარდები სასმელის დასალევად და ახალი მუსიკალური მიმდინარეობის როკენ-როლის მოსასმენად მიდიოდნენ.

nescafe 

გაგრძელება იხილე აქ >>> brandkitchen.blogspot.com



0 comment(s) to... “ჯადოსნური ყავა”